29 სექტემბერს ვატიკანში, პაპი ფრანცისკე პოეტს, საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორს, დავით მაღრაძეს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი გზავნილი იყო ფრაზა დათო მაღრაძის პოემიდან “ ბარაქიანი მიწა”: “აჩრდილი დადის ევროპაში, პოეზიის აჩრდილი დადის, - მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად…”.
შეხვედრას ესწრებოდა ვატიკანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქეთევან ბაგრატიონი. პოემა „ბარაქიანი მიწა“ ნათარგმნია ინგლისურ, იტალიურ, შვედურ, ესპანურ, რუსულ ენებზე და მას უაღრესად მაღალი შეფასებები მოჰყვა როგორც საქართველოში, ისე ევროპულ ქვეყნებში.
პოემა „ბარაქიანი მიწა“ პირველად ფართო აუდიტორიის წინაშე ქართველმა მწერლებმა და ლიტერატორებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარადგინეს, სადაც სამეცნიერო სემინარის ფარგლებში შედგა ნაწარმოების განხილვა.
ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

catholic.ge