top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპ ფრანცისკეს მხარდაჭერა თურქ და სირიელ ხალხს

დამანგრეველი მიწისძვრით მიყენებული ტკივილის გამო, პაპი ფრანცისკე თურქ და სირიელ ხალხს უსამძიმრებს. მიწისძვრის შედეგად1500–ზემეტი ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაშავდა დამნიშვნელოვანი ზარალი მიადგა საცხოვრებელ სახლებსა და კულტურულ მემკვიდრეობას.


თურქეთში ვატიკანის ელჩს, არქიეპისკოპოს მარეკ სოლჩინსკს პაპმა ფრანცისკემ სამძიმრის წერილი გაუგზავნა. წმინდა მამა ლოცვებით გამოხატავს ყველა დაზარალებულის მიმართ სულიერ სიახლოვეს, ხოლო დაღუპულთა სულებს ყოვლისშემძლე ღმერთის უხვ სიყვარულს ანდობს.


წერილში პაპი მაშველებს უსურვებს “სულიერ სიძლიერესა და ამტანობას დაჭრილთა გადასარჩენად”.


იგივე შინაარსის წერილი გაუგზავნა პაპმა დამასკოს ნუნციუსს, კარდინალ მარიო ძენარის. ორივე დოკუმენტს ხელს კარდინალი პიეტრო პაროლინი აწერს. „წმინდა მამა სირიელ ხალხს უსურვებს გამძლეობას და ლოცულობს დაღუპულთა სულებისათვის, ხოლო მათ ოჯახებსა და დაზარალებულებს სულიერ სიძლიერეს და მოთმინებას უსურვებს“. პაპი ლოცულობს მრავალტანჯულისირიელი ხალხისა და ყველა მათთვის, ვინც მათ ეხმარება ამ მძიმე წუთებში.


წყარო: www.vaticannews.va



შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page