• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპ ფრანცისკეს ქალაქ ასტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

მსოფლიოში მშვიდობის დამყარების საქმესა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, იტალიის ქალაქ ასტის მერმა მაურიციო რაზერომ წმინდა მამას ასტის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.

ასტი ის ქალაქია, სადაც გასულ შაბათ–კვირას პაპი ფრანცისკე ნათესავების მოსანახულებლად იმყოფებოდა. ცნობილია, რომ იგი ასევე შეხვდა ქალაქისეპარქიული კურიის წევრებს, ქალაქის მერს, პიემონტეს რეგიონის გუბერნატორსა და ასევე ადგილობრივ საერო და სასულიერო ხელისუფლების წევრებს შეხვდა.

პაპისთვის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების კიდევ ერთი მიზეზი მისი წარმოშობა და ფესვები გახდა, რასაც ამოწმებს მისი მუდმივი კავშირი ნათესავებთან. ასტის კურიაში შეხვედრისას, პაპს გადასცეს პატარა ტომრით მიწა სოფელ ბრიკო მარმორიტოდან, სადაც 1929 წლამდე ბერგოლიოების ანუ მისი ოჯახი ცხოვრობდა.


წმინდა მამამ მადლობა გადაუხადა მერს საპატიო წოდებისათვის და განაცხადა, რომ მუდამ გრძნობს თავს ასტის მკვიდრად, მაშინაც კი, როცა არგენტინაში ცხოვრობდა. ბავშვობაში ხორხე ბერგოლიოს (პაპ ფრანცისკეს საერო სახელი)პაპა და ბებო ბევრს უყვებოდნენ ისტორიული სამშობლოს შესახებ და იგი მთელი ცხოვრება გულით ატარებდა ამ ადგილს.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი