• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპ ფრანცისკეს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა


კვირას, შუადღისას, პაპი ფრანცისკე რომის „ჯემელის“ სახელობის კლინიკაში გაიდაიყვანეს, სადაც გეგმური, მსხვილი ნაწლავის დივერტიკულარული სტენოზის ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.


„წმინდა მამას ოპერაცია ნარკოზის ქვეშ გაუკეთდა და ჩაიარა მშვიდად. მისი ქირურგი სერჯიო ალფერი იყო“, – განაცხადა ვატიკანის პრეს–ცენტრის ხელმძღვანელმა, მატეო ბრუნიმ.


პრეს–ცენტრის ინფორმაციით, პაპის ოპერაციის შესახებ „ჯემელის“ საავადმყოფოში მედ-პერსონალთა მხოლოდ მცირე ჯგუფმა იცოდა. წმინდა მამა საავადმყოფოში მხოლოდ მძღოლთან და თავის დამხმარესთან ერთად მივიდა.


ფრანცისკე, იოანე პავლე მეორის შემდეგ მეორე პაპია, რომელიც დააწვინეს „ჯემელის“ სახელობის კლინიკაში. როგორც კლინიკაში აღნიშნავენ, პაპი ფრანცისკეც იმავე პალატაში მოათავსეს, სადაც წმინდა იოანე პავლე II იწვა.


84 წლის პაპი ოპერაციის წინ, კვირას ტრადიციისამებრ მიესალმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს და განუცხადა, რომ 12-15 სექტემბერს ვიზიტით გაემგზავრება უნგერთსა და სლოვაკეთში.


წყარო: deon.pl


შოთა გიქოშვილი