top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს გახნისთვის განსაკუთრეული საეკლესიო სამოსი დამზადდება

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, რომელიც 2019 წლის აპრილში ძლიერი ხანძრის შედეგად დაზიანდა, 2024 წლის 7-8 დეკემბერს ოფიციალურად გახსნიან. რესტავრირებული ტაძრის გახსნისთვის ეპარქია მასშტაბურად ემზადება.

გახსნის ცერემონიისას,  ლიტურგიაში მონაწილე 170 ეპისკოპოსისთვის, 700 მღვდლისა და 700 დიაკონისთვის საეკლესიო სამოსს ცნობილი დიზაინერი შექმნის. როგორც ონლაინ გაზეთი „La Croix“ იტყობინება, პარიზის არქიეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, ცნობილ დიზაინერ ჟან-შარლ დე კასტელბაჟაკს 2 000 ორნატის ნაკრები შეუკვეთა.

 

ორნატებს სამომავლოდ ყველა იმ დიდ დღესასწაულზე გამოიყენებენ, სადაც მონაწილეობას მიიღებს პარიზის არქიეპარქიის ყველა მღვდელმსახური. ორნატების ნაკრები დაურიგდება არქიეპარქიის ყველა სამრევლოს.

 

შეკვეთას სპონსორები აფინანსებენ. ჯერჯერობით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ქვეყნის სხვადასხვა სამკერვალოსთან.

 

დე კასტელბაჟაკმა შექმნა საეკლესიო სამოსი 1997 წელს, პარიზში გამართულ მსოფლიო ახალგაზრდული დღეებისათვისაც.

 

წყარო: www.ekai.pl

 


შოთა გიქოშვილი

 

Comentários


bottom of page