• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ორღანს რესტავრაცია ჩაუტარდება



1733 წელს აწყობილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ორღანის დემონტაჟის მსხვილი სამუშაოები უკვე დასრულებულია.


2019 წლის აპრილში ტაძრის ხანძრისგან განადგურების შემდეგ, ინსტრუმენტის დაშლას 4 თვე დასჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ ორღანი არც ცეცხლისგან დაშავებულა და არც წყლის ჭავლისგან, რომელიც მეხანძრეებმა ცეცხლის ჩასაქრობად გამოიყენეს. ინსტრუმენტი ტყვიის მტვერით დაიფარა.


თუმცა ინსტრუმენტის ზოგიერთი დეტალი ტემპერატურის ცვალებადობისგან, მაგალითად სიცხისგან დაზიანდა. ამიტომაც მას საგულდაგულო გაწმენდა და აღდგენითი სამუშაოები სჭირდება. ეს არის დიდხნიანი პროცესი, რომლის ადგილზე განხორციელებაც შეუძლბელია.


ორღანის დემონტაჟისთვის და გატანისათვის, საჭირო გახდა 30 მეტრის სიმაღლის კიბეების დადგმა. აგვისტოში განთავისუფლებულ ადგილზე სამუშაო გარემო მოეწყო.

ოთხი თვის განმავლობაში, ათასობით რკინის თუ ხის დეტალი წყალგაუმტარ კონტეინერებში მოათავსეს და პარიზთან ახლოს მდებარე საწყობში წაიღეს.


გასატანი დარჩა მხოლოდ კორპუსი და რამდენიმე დეტალი. მათგან ნაწილი ძალიან მყიფეა და გასატანად საშიშია, ხოლო ნაწილის დემონტაჟს დიდი ძალისხმევა სჭირდება.

ორღანის სარესტავრაციო სამუშაოების ხელმძღვანელის, გენერალ ჟან-ლუი ჟორჟელენის განცხადებით, ინსტრუმენტის რესტავრაციას დაახლოებით ექვსი თვე დასჭირდება. მისი ხმა ხელახლა გაიჟღერებს 2021 წლის 16 აპრილს. ამავე დღეს იგეგმება ტაძრის ხელახალი გახსნა.

ორღანის გაწმენდის, რესტავრაციისა და აწყობის პროექტზე ტენდერი მომავალ წელს გამოცხადდება. წყარო: The Art Newspaper Russia /თარგმანი: შოთა გიქოშვილი/