15 მარტს, საჯარო აუდიენციის ბოლოს, პაპი ფრანცისკე მიესალმა ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მომლოცველებს.

რომის ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ მისი ყურადღება მიპყრობილია კიევის მართლმადიდებლური ლავრის მონასტრებისადმიდა ომის მხარეებს სთხოვა პატივისცემით მოექცნენ რელიგიური თაყვანისცემის ადგილს. „ნებისმიერი კონფესიის ადამიანი, რომელიც თავს უძღვნის ლოცვას,ყოველთვის უჭერს მხარს ღვთის ერს“, - თქვა პაპმა.
გარდა ამისა, წმინდა მამამ გამოხატა სულიერი სიახლოვე მალავის მცხოვრებთა მიმართ, რომლებსაც ამ დღეებში თავს დაატყდათ ძლიერი ტროპიკული ციკლონი: “მე ვლოცულობ დაღუპულთა სულებისათვის, დაზარალებულთა და გადასახლებულთათვის. დაე, უფალი იყოს ყველა დაზარალებული ოჯახისა და საკრებულოს მფარველი”.
ბოლოს, პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა დიდსულოვნად მიჰყვნენ დიდმარხვის გზას,უბიწო ქალწულის დაუსრულებელი დედობრივი ზრუნვით.
“მას, ტანჯულთა ნუგეშსა და სამყაროს დედუფალს მივანდოთ მრავალტანჯული უკრაინელი ხალხი. დაე, ჩემი კურთხევა იყოს ყოველ თქვენგანზე”.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი