ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში მართლმადიდებლურ წესზე ლოცვის, ამ ისტორიული მოვლენის შემსრულებლები ბულგარელები არიან. მსახურება პრესვიტერმა ივან ივანოვმა აღავლინა, მასში მონაწილეობდნენ ბულგარეთის სრულუფლებიანი ელჩი წმინდა საყდარში და მალტის სუვერენულ ორდენში, ასევე მამა იარომირ ზადრაპი და რომის, შვიდი წმინდანის სახლობის მართლმადიდებლური საკრებულოს წარმომადგენლები.
ლოცვა ევროპის მფარველების, წმინდა ძმების, კირილესა და მეთოდეს სამლოცველოში აღევლინა. 1980 წელს ეს ძმები პაპმა იოანე პავლე მეორემ, წმინდა ბენედიქტესთან ერთად, ევროპის მფარველებად გამოაცხადა. ერთი წლის შემდეგ, 1981 წელს კი აკურთხა ის ადგილი, სადაც აღევლინებოდა მათი პატივის მისაგები ღვთისმსახურება. იგი მოცულობით პატარა „ევროპის სამლოცველოა“, რომელიც განლაგებულია პაპის ბაზილიკის საძვალეში, წმინდა პეტრეს სამარხის გვერდით.
პრესივიტერმა ივან ივანოვმა, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ დაშვებული ეს გამოხატულება ასე განმარტა: „ეს ჩვენთვის უდიდესი მოვლენაა, ვინაიდან, ჩვენ არა მხოლოდ წმინდა ძმების, კირილესა და მეთოდეს, მათი მისიისა და საქმიანობის მიმართ აღვავლინეთ სამადლობელი ლოცვა, არამედ ასევე აღვნიშნეთ ბულგარელი ხალხის გაქრისტიანება, კულტურა და სლავური დამწერლობის შექმნის თარიღი. აქ, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში პაპების საძვალეში აღევლინა ისტორიული ღვთისმსახურება. კათოლიკეებისათვის უმნიშვნელოვანეს ადგილზე, წმინდა პეტრეს საძვალესთან, პირველად, მართლმადიდებელმა მღვდელმა აღავლინა ლიტურგია. ჩვენთვის ეს დიდი პატივია“.
წყარო: inosmi.ru
თარგმანი – შოთა გიქოშვილი
Comentarios