2021 წლის 30 ოქტომბერს, ვესტმინსტერის არქიეპისკოპოსმა, კარდინალმა ნიკოლასმა მღვდლად ხელი დაასხა მიქაელ ნაზი–ალის, რომელმაც ანგლიკანურ ეკლესიაში ეპისკოპოსის პოსტი დატოვა და კათოლიკე გახდა.
მასზე საუბრობდნენ,როგორც კენტერბერის შესაძლო ახალ ეპისკოპოსზე. იგი ანგლიკანურ ეკლესიაში ერთ–ერთი გავლენიანი პრელატი იყო, მაგრამ 72 წლის ასაკში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისმა ეკლესიამ დაკარგა სული და მას არჩევანის საშუალება არ მისცა.
ანგლიკანმა ეპისკოპოსმა მიქაელ ნაზირ–ალიმმიიღო კათოლიკობა და 30 ოქტომბერს ხელდასხმულ იქნა მღვდლად ვესტმინსტერის არქიეპისკოპოსის, კარდინალ ვინსენტ ნიკოლასის მიერ.
ნაზილ–ალის კათოლიკე ეკლესიის წიაღში გადმოსვლა მოხდა ბენედიქტე XVI–ის მიერ გაწერილი შესაბამისი პროცედურის Anglicanorum Coetibus-ის თანახმად, რაც აადვილებს სასულიერო პირების ანგლიკანური საკრებულოდან კათოლიკე ეკლესიაში გადასვლას. ასე, რომ როჩესტერის ეპისკოპოსი რომთან სრულ თანაზიარებაში შევა უოლსინგემის ღვთისმშობლის საორდინარიოთი, რომელიც დაარსდა 2011 წელს, Anglicanorum Coetibus-ის მიღების შემდეგ.
“მოგესალმებით მთელი გულით, განსაკუთრებით დღეს, უოლსინგემის ღვთისმშობლის საორდინარიოში”, – განაცხადა მღვდლად ხელდასხმის ცერემონიაზე კარდინალმა ნიკოლასმა.
მიქაელ ნაზირ–ალი 1949 წელს, პაკისტანში, ქრისტიანისა და მუსლიმის ოჯახში დაიბადა. იგი ბრიტანეთისა და პაკისტანის მოქალაქეა და სწავლობდა კათოლიკურ სკოლებში. ნაზირ–ალი განიხილებოდა კენტერბერის არქიეპისკოპოსის შესაძლო პოსტზე.
1976 წელს, იგი ანგლიკანი მღვდელი გახდა. მსახურობდა პაკისტანში, კარაჩში და ლახორეში. იყო დასავლეთ ბენჯაბის, რაივინდას პირველი ეპისკოპოსი, ხოლო 1994 წელს გახდა როჩესტერის ეპისკოპოსი.
1990 წლიდან ნაზირ–ალი ასევე არის ანგლიკანური ლორდთა პალატის წევრი, იყო დაქორწინებული და ჰყავს ორი შვილი. იგი ასევე არის ანგლიკანებსა და კათოლიკეებს შორის დიალოგის საკითხებში ორი უმნიშვნელოვანესი კომისიის წევრი. მისი სახელი 2002 წელს პირველად ჟურნალების ყდებზე გამოჩნდა, როგორც კენტერბერის შესაძლო არქიეპისკოპოსობის კანდიდატისა.
ნაზირ–ალი ამჟამად კათოლიკე მღვდელია. კარდინალმა ნიკოლასმა თავის ქადაგებაში ხელდასხმისას აღნიშნა: “ეკლესიას ორი მახასიათებელი აქვს: ესენია ერთობა და მისია”.
როგორც მღვდელი, ნაზირ–ალი ამბობს: “კათოლიკე ეკლესიასაც აქვს თავისი წილი პრობლემები, მაგრამ რწმენა და ფასეულობები, ეს ისაა, რასაც მე მხარს ვუჭერ, რასაც სამწუხაროდ ანგლიკანური ეკლესია მოწყვეტილია. შეიძლება ჩემს ასაკში, 72 წლის კაცისათვის,უფრო კარგი იქნებოდა იქ დავრჩენილიყავი, სადაც ვიყავი და მემოქმედა შიგნიდან, რათა შემეცვალა ის, რაც ძვირფასია ჩემი სულისთვის.დამიჯერეთ, ვეცადე, მაგრამ არ გამომივიდა. საეკლესიო საბჭოები და სინოდები სავსეა აქტივისტებით, რომლებსაც მხოლოდ ერთი პრობლემა აქვთ. უცნაური დღის წესრიგი, იყოს ეს კულტურული ცვლილებები, კლიმატური ცვლილებები, იდენტურობის პოლიტიკა, მულტიკულტურალიზმი, (რაც საზოგადოებაში აღძრავს ცალკე ცხოვრების სურვილს), ანდა რასიზმთან რელიგიასთან და სქესთან არსებული კრიტიკული თეორიები”.
წყარო: www.acistampa.com
შოთა გიქოშვილი
Kommentarer