• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პოლონეთის კულტურის მინისტრმა პეტრესა და პავლე მოციქულების ტაძარი მოინახულა



27 მაისს, პოლონეთის რესპუბლიკის, კულტურის, ეროვნულ ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი, პიოტრ გლინსკი თბილისში, წმიდა პეტრესა და პავლე მოციქულების სახელობის კათოლიკურ ტაძარს ესტუმრა.


მინისტრმა მოინახულა ეროვნულ–კულტურული ძეგლი და გაიხსენა, რომ 2017 წელს საქართველოს ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, საქართველოში არსებული პოლონური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაციის შესახებ. შეგედად, ორმხრივ ხელშეკურლებას ხელი მოეწერა 2018 წლის მაისის თვეში.


“ჩამოყალიბდა ორმხრივი თანამშრომლობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა და პოლონეთის ძეგლთა დაცვის სააგენტოს შორის საზღვარგარეთ.

პროექტის ფარგლებში, თბილისის, წმიდა პეტრესა და პავლეს კათოლიკური ტაძრის (ეგრედწოდებული პოლონელების ეკლესია) და საქართველოში XIX-XX საუკუნეებში პოლონელი არქიტექტორების საქმიანობის გამოკვლევა დაიწყო. 2018 წელს პონიკას ინსტიტუტმა მოახდინა ტაძრის კონსერვაცია და ჰენრიკ ჰრინევსკის ბიბლიოთეკის კედლების მოხატვა საქართველოს პარლამენტის შენობაში”, - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.


„პოლონეთის სახელმწიფო მხარს დაუჭერს კულტურის სფეროში არსებული სტრატეგიული რეფორმების რეალიზაციას, განსაკუთრებით მუზეუმების რეორგანიზაციაში“, – განაცხადა პიოტრ გლინსკიმ, საქართველოს, კულტურის, პორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, თეა წულუკიანთან შეხვდრისას.

catholic.ge