• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პოლონეთის საეპისკოპოსოს მეთაურმა რუსეთის პატრიარქ კირილეს მისწერა



პოლონეთის საეპისკოპოსოს მეთაურმა, არქიეპისკოპოსმა სტანისლავ გონდეცკიმ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს, კირილეს წერილი გაუგზავნა.


მიტროპოლიტ ილარიონისგან მიღებულ წერილზე დაყრდნობით, პოლონელი ეპისკოპოსი მადლობას უხდის მას და ეთანხმება პატრიარქის მოსაზრებას, რომ რომელიმე ერის მიმართ მტრობა ყოველთვის მიუღებელი და დაუშვებელია.


“ჩვენ ყველანი ძმები ვართ, ამიტომაც უკრაინელი ან რუსი ხალხის ნებისმიერ უბედურებას ისე აღვიქვამთ, როგორც საკუთარს”, – წერს პოლონეთის არქიეპისკოპოსი.


„ერთ ადამიანს შეუძლია ათასობით ადამიანის ტანჯვის შეჩერება და ეს ერთი ადამიანი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტია. გთხოვთ, მოუწოდოთ რუსეთის ჯარებს უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიიდან გასვლისაკენ. მწამს, რომ ბევრი რუსი ჯარისკაცი მადლიერი ადამიანია“, – იერარქი, ეყრდნობა რუსი ჯარისკაცის განცხადებას, რომელიც ამბობს: “ჩვენ არ ვიცით ვის უნდა ვესროლოთ, ისინიც ისე გამოიყურებიან, როგორც ჩვენ” – გთხოვთ, გაიყვანოთ ჯარები და ნუ გაისვრით ხელს უდანაშაულოთა სისხლით“.


არქიეპისკოპოსის თქმით, რუსი ჯარისკაცების მხრიდან ბრძანებაზე უარის თქმა, რაც სამხედრო დანაშაულს იწვევს, ამ მოცემულ სიტუაციაში მორალური ვალდებულებაა – „ვერანაირი მიზეზი, ვერანაირი სიტუაცია ვერ გაამართლებს დამოუკიდებელ სახელმწიფოში შეჭრას, საცხოვრებელი მასივების, სკოლების ან საბავშვო ბაღების დაბომბვას“, – ნათქვამია წერილში.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი