top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პოლონეთში აბორტის შესახებ მიღებულ რეზოლუციას ეპისკოპოსები აკრიტიკებენ


ევროპელ ეპისკოპოსებს იგივე არგუმენტები მოჰყავთ, რაც რეზოლუციის ავტორებს, რომლებიც უარყოფენ რეზოლუციას და ამტკიცებენ, რომ დარღვეულია უფლებების უზენაესობა.

26 ნოემბერს მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელიც პოლონეთში აბორტთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას ეხება, ევროპის ეპისკოპოსთა კონფერენციის, ევროკავშირის მუდმივმა კომიტეტმა, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ მარია სასოლის განცხადებით მიმართა.


"მიღებული რეზოლუციის თანახმად, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლო არღვევს ადამიანთა უფლებებს" - რეზოლუციაში წერია, რომ ევროპარლამენტის დეპუტატები თანხმდებიან, რომ შეფერხებების გარეშე და თავის დროზე უნდა მიეცეთ ქალებს საშუალება რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობაზე, რაც არის გადამწყვეტი ქალების უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საქმეში.


ევროპარლამენტის აზრით, პოლონეთის სასამართლო არის მაგალითი ადამიანის ბედის მითვისებისა და უფლებების უზენაესობის კრახისა სისტემაში.


ამის საპასუხოდ, ევროკავშირის ეპისკოპოსები ამბობენ, რომ კათოლიკე ეკლესია, რომელიც ყველაფერს აკეთებს, არასასურველი ან მძიმე ორსულობის დროს, გვერდით დაუდგეს ქალებს, მოწოდებულია, დაიცვას ასევე ახალი სიცოცხლე. იერარქების თქმით, მძიმე წუთებში, საჭიროა ქალების გვერდში დგომა, მაგრამ ასევე აუცილებელია სიცოცხლის დაცვა მის შობამდე და შობის შემდეგ, რაც საერთაშორისო უფლებების უმთავრესი სტანდარტი. მაგალითად, ამაზე საუბრობს გაეროს კონვენცია ბავშვების უფლებების შესახებ.


ეპისკოპოსების განცხადებით, არც ევროკავშირის კანონმდებლობა და არც ადამიანთა უფლებების შესახებ ევროპის კონვენცია არ ითვალისწინებენ აბორტზე უფლებას.

ეს საკითხი ეხება მათში შემავალი სახელმწიფოების უფლებამოსილებებს.


ევროპარლამენტის, უფლებების უზენაესობის შესახებ რეზოლუციაზე დაყრდნობით, ეპისკოპოსები შეახსენებენ, რომ იგი მოითხოვს ევროკავშირის ქვეყნების უფლებამოსილების, ეროვნული კონსტიტუციური ტრადიციებისა და საკანონმდებლო პროცესების პატივისცემასაც. ევროპის ეპისკოპოსთა კონფერენციის, ევროკავშირის მუდმივი კომიტეტის წევრები იმეორებენ ევროკავშირის ქარტიაში ჩაწერილ მუხლებს (51,2), რომლებიც ეხება ადამიანის ძირეულ უფლებებს და ნათლად არის ნათქვამი, რომ „იგი არ ქმნის არაფერ ახალ კომპეტენციას და არაფერ ახალ დავალებას კავშირისა და საზოგადოებისთვის. არ ცვლის კომპეტენციებსა და დავალებებს, რომლებიც განსაზღვრულია მოლაპარაკებებით“.


კომიტეტის წევრები აღშფოთებას გამოხატავენ იმაზეც, რომ რეზოლუცია საფრთხეს უქმნის უარის უფლებას, რაც მომდინარეობს სინდისის უფლებისა და თავისუფლების შეგნებიდან, რაზეც საუბარია ევროკავშირის, ადამიანის ძირეული უფლებების შესახებ ქარტიის 10,1 მუხლში. ამ ფაქტს კი უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ჯანდაცვის სფეროში, თუ ვინმეს სურს ამ უფლებით სარგებლობა, ხშირად დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდება.


ეპისკოპოსები აღშფოთებით ადასტურებენ იმას, რომ რეზოლუციის ტექსტში ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი იმ პირების დასჯაზე, რომლებიც თავს ესხმოდნენ ტაძრებს, აბორტის შესახებ კანონის წინააღმდეგ მოწყობილი საპროტესტო აქციების დროს.


წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი: შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page