top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პოლონელი მოხალისეები საქართველოში

პოლონელმა მოხალისეებმა კახეთისა და თბილისის კათოლიკურ ტაძრებში სარემონტო სამუშაოები ჩაატარეს. საქართველოში კათოლიკე ეკლესიაში ისინი მოხალისეობრივ საქმიანობას უკვე რამდენიმე წელია ეწევიან.

ოქტომბრის დასაწყისში პოლონეთიდან საქართველოში ოთხი მოხალისე ჩამოვიდა: თადეუშ კიშელი, მარჩინ კანია, იოზებ დროჟჯ და ანტონი დლუგოპოლსკი. ამჯერად მათ კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში არსებული კათოლიკური ტაძრის იერსახეზე იზრუნეს. შეაკეთეს კარი, შეღებეს კედლები და მოაწესრიგეს შემოგარენი. ამის შემდეგ კი კვლავ მოხალისეობრივი საქმიანობა თბილისში, წმინდა პეტრესა და პავლე მოციქულების სახელობის ტაძარში გააგრძელეს.


“ჩვენ ვართ მოხალისეები ფონდ Pro Spe - დან,თუმცა თავის მხრივ ჩვენ ყველა სხვადასხვა ფონდებს წარმოვადგენთ. „ვილნიუსისა და ვილნიუსის მიწის მოყვარულების ფონდს“, ასევე ფონდს „დუნაეც – დახმარება პოლონელებისთვის საზღვრებს გარეთ“. ამჯერად გავარემონტეთ კახეთში, სანავარდოს კათოლიკური ეკლესია, რის შემდეგაც გადავწყვიტეთ შეგვეღება წმინდა პეტრესა და პავლე მოციქულების კათოლიკური ტაძრის მთავარი ჭიშკარი. ამ ტაძრის აშენებისას, 1870-1877 წლებში, ნოემბრის აჯანყების შემდეგ საქართველოში გადმოსახლებული პოლონელები მონაწილეობდნენ. მადლობა გვინდა გადავუხადოთ სანავარდოში მცხოვრებლებს, რომლებიც გვერდში გვედგნენ. ღმერთმა დალოცოს ყველა მათგანი”, - ამბობს ერთ–ერთი მოხალისე თადეუშ კიშელი.


პოლონეთიდან ჩამოსული ამ მოხალისეებისათვის საქართველოში კათოლიკე ეკლესიის დასახმარებლად ეს პირველი ინიციატივა არ არის. გასულ წლებში მათ მონაწილეობა მიიღეს ახალციხეში კამილიელების სამედიცინო ცენტრის მშენებლობაში, ასევე უდეში, კათოლიკური ტაძრის ეზოში სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებში და სხვა.




შოთა გიქოშვილი

Kommentarer


bottom of page