top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პოლონელი მღვდელი ბელარუსის ციხიდან გაათვისუფლეს

  • Apr 30
  • 1 min read

27 წლის ბერი, გჟეგოჟ გაველი, რომელიც 2025 წლის სექტემბრიდან, ბელარუსში, ჯაშუშობის ბრალდებით პატიმრობაში იმყოფებოდა, კარგადაა და უკვე დაუბრუნდა თავის ოჯახს.


კათოლიკე მღვდელი გჟეგოჟ გაველი
კათოლიკე მღვდელი გჟეგოჟ გაველი

კათოლიკე მღვდელთან ერთდ, ბელარუსის ციხიდან კიდევ ოთხი ადამიანი გაათავისუფლეს. მათ შორის, ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი, რომელიც 2025 წელს სახაროვის პრემიის ლაურეატი გახდა.


მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ პოლონეთ-ბელორუსის საზღვარზე ხუთი პატიმარი ხუთის ნაცვლად – გაცვლა მოხდა. მოსკოვმა და მინსკმა პოლონეთის სამი მოქალაქე და ორი მოლდოველი გადასცეს. ბელორუსულ მხარეს გადაცემულთა შორის იყვნენ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები.

 

ამჟამად ბელარუსის ციხეებში ჯერ კიდევ რჩება ორი სასულიერო პირი, რომლებსაც ბელარუსის მოქალაქეობა აქვთ – ერთი ლათინური წესის და ერთიც ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელი. მათ შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მოიპოვება, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენები მათი მომავალში გათავისუფლების იმედს იძლევიან.


შოთა გიქოშვილი


Comments


bottom of page