პორტუგალიაში, ქალაქ ფატიმაში, რიგით 28-ე მსოფლიო ახალგაზრდული დღისათვის ემზადებიან. პროცესი სამწლიან სამუშაოებს მოიცავს. ახალგარზდული შეხვედრა ლისაბონში, 2023 წლისათვისაა დაგეგმილი.
მარიამის სანქტუარიუმი შეეცდება უპასუხოს სამწყსო გამოწვევას, რომელიც პანდემიასთანაა დაკავშირებულა. „ადიდეთ უფალი, რომელიც აღამაღლებს უძლურებს“, - ეს სიტყვები იქნება შეხვედრის ლოზუნგი.
ფატიმას სამწყსო პროგრამა მიზნად ისახავს მარიამის გამოცხადებების წარმოდგენას, რომელიც მოიცავს ტანჯული ადამიანებისადმი ღვთის მზრუნველობას.
სანკტუარიუმის რექტორმა, მამა კარლოს კაბეჩინამ განაცხადა, რომ COVID 19-ის პანდემია ჩვენგან მოითხოვს უკეთ ჩავუღრმავდეთ ამ სამწყსო გამოწვევას და ჩვენს საქმიანობას.
“მსოფლიო ახალგაზრდული დღის მომზადების მიზანი ახალგარზდებს შორის მარიამის გამოცხადებების გავრცელებაა, როგორც მოქცევის უკეთესი შესაძლებლობა, სადაც ჩანს ღმერთის ზრუნვა ჩვენდამი. სანკტუარიუმი არის ადგილი მომლოცველთათვის, სადაც შეუძლიათ შესწირონ ღმერთს თავიანთი უძლურებები და ტანჯვები”, - განაცხადა მამა კალროსმა.
და დაამატა, რომ ფატიმას გამოცხადება არის მანუგეშებელი სიტყვა, რომელიც ასევე ჩვენს უძლურებებს სძენს არსის პოვნის საშუალებას. მომზადების ამ სპეციალურ სამწლეულში, ყოველ წელს იქნება მოცემული ლოზუნგი, რაზეც შეიქმნება კატეხიზაციები და ლოცვები. მათ შორის, იქნება ორგანიზებული სხვადახვვა ინფორმაციული სემინარები და კულტურული ინიციატივები.
„დარჩა გამოფენის მომზადება სახელწოდებით „ფატიმას სახე“. მოგეხსენებათ, რომ ამ წელს, პანდემიის გამო მოგვიწევს ბევრი სირთულის გადალახვა, მაგრამ გვწამს, რომ ფატიმას გზავნილი არის იმედისა და მოქცევისაკენ სურვილის აღძვრის გზავნილი“, - დაამატა რექტორმა.
წყარო: Vatican News
/თარგმანი: შოთა გიქოშვილი/
Comments