top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პორტუგალიის საკონსტიტუციო სასამართლომ კანონი ევთანაზიის შესახებ არ დააკმაყოფილა


პორტუგალიის საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა იანვრის ბოლოს პარლამენტის მიერ წარდგენილი კანონი ევთანაზიისა და სამედიცინო ჩარევით თვითმკვლელობის შესახებ.


საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეება აღნიშნული პროექტი არაკონსტიტუციურად ცნეს და იმით ახსნეს, რომ გაურკვეველია ტერმინები: „გაუსაძლისი ტანჯვა“ და „სირთულის უკიდურესობის შეუქცევადი ზიანი“.


„აღნიშნული მდგომარეობები არის ევთანაზიისა და ასისტირებული თვითმკვლელობის მიზეზები, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გარეშე“. საკონსტიტუციო სასამართლომ მოითხოვა გასაგები, ნათელი და კონტროლს დაქვემდებარებული ნორმები.


ქვეყნის ეპისკოპოსთა კონფერენცია აქტიურად იყო ჩამბული ამ კანონის მიღების წინააღმდეგ. აღნიშნულ გადაწყვეტიელაბზე, პორტუგალიელი ეპისკოპოსები კმაყოფილებას გამოხატავენ. სპეციალურად მომზადებული დოკუმენტი კი, ამყარებს ეკლესიის პოზიციას ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობის შესახებ, ხოლო ევთანაზია და ასისტირებული თვითმკვლელობა ეწინააღმდეგება პორტუგალიის რესპუბლიკის კონსტუტუციასა და პიროვნების ღირსებას.


პარლამენტის მიერ 29 იანვარს მიღებული კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველად გადასცა ქვეყნის პრეზიდენტმა, მარსელუ ბერელუ დე სოუზომ, რადგან ჩათვალა, რომ ტექსტში ხარვეზები იყო. კანონი კვლავ დაუბრუნდება პარლამენტს განსახილველად.


წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი – შოთა გიქოშვილი

bottom of page