top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘პრეზეპე’ – შობის სცენის არსი

პაპმა ფრანცისკემ წმინდა ფრანცისკე ასიზელის მიერ შექმნილ შობის სცენის საწყისებსა და არსზე.



პაპის თქმით, წმინდა ფრანცისკეს სურვილი სულაც არ იყო ხელოვნების ულამაზესი ნიმუში შეექმნა, მას სურდა შობის სცენის მეშვეობით ხალხისთვის დაენახებინა, უფლის უკიდურესი თავმდაბლობა. თუ რა სირთულეები გადალახა ჩვენ გამო და როგორ  აღმოჩნდა ბეთლემის ღარიბულ ბაგაში. „დღეს, ვდგავართ რისკის წინაშე, რომ შესაძლოა დავკარგოთ ცხოვრებაში ყველაზე დიადი რამ,  განსაკუთრებით ამ წმინდა ჟამს. საშობაო სცენა მოგვიწოდებს დავუბრუნდეთ უმთავრესს – ღმერთს და ვაჩუქოთ ისეთი სიხარული სხვებს, რაც არ იქნება დამოკიდებული მატერიალურ საჩუქრებზე. შობის სცენა შეიქმნა, როგორც ‘ზომიერების სკოლა’ და ეს სცენა გვეხმარება დავუბრუნდეთ უმთავრესს, ღმერთს, რომელიც მოდის, რათა ჩვენ შორის დაემკვიდროს“,  – განმარტა პაპმა ფრანცისკემ.

 

წმინდა მამამ მოუწოდა მორწმუნეებს შეჩერდნენ შობის სცენის წინაშე, რათა გაიმარტივონ ცხოვრება და განერიდონ ყოველდღიურ ამაოებას, მოიპოვონ სიმშვიდე ლოცვაში და დუმილში.

 

„შობის სცენა არ გვესაუბრება მხოლოდ თავშეკავებულობაზე, არამედ საუბრობს სიხარულზეც. იგი აღავსებს გულებს, როცა ადამიანი უახლოვდება იესოს, რომელიც მოდის, რათა გვანუგეშოს. შობის ადგილი არის ღმერთთან შეხვედრის ადგილი, იმედისა და სიხარულის წყარო, სადაც შეგვიძლია გავუზიაროთ იესოს ჩვენი მოლოდინები და საზრუნავი; ეს არის „ღვთის სიახლოვის კონკრეტული აღქმა“, რომელიც ჩვენ შორისაა და სრულად იღებს ჩვენს მიწიერ არსებობას, ამ სამყაროს სილამაზითა და უბედურებით“, - ხაზი გაუსვა რომის ეპისკოპოსმა.

 

“შობის სცენა არის ჭა, საიდანაც შეგვიძლია ვხაპოთ ღმერთთან სიახლოვე, არის წყარო იმედისა და სიხარულისა”.

 

„ყრმა იესოს ბაგა ცოცხალი ოჯახური სახარებაა, რომელიც მოგვიწოდებს დავუბრუნდეთ შობის ჭეშმარიტ არსს“ - თქვა პაპმა.


“შესწირეთ უფალს ცხოვრებისეული საზრუნავები და მოლოდინი. მიანდეთ იესოს ყველაფერი, რაც თქვენთვის ძვირფასია. ჩვენც გავხდებით დიდი სიხარულის მოწმენი (მათ. 2,10)".

 

წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

 

Comments


bottom of page