top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რასელ კროუ - გლადიატორობიდან ეგზორცისტობამდე



ცნობილი მსახიობი რასელ კროუ, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს ფილმებიდან: „გლადიატორი“, „ცხოვრების მოწმობა“ და „ადამიანი რინგზე“, ამჯერად ფილმში “პაპის ეგზორცისტი” მთავარ როლზე მოგვევლინება. იგი მოგვითხრობს ვატიკანის ცნობილ ეგზორცისტზე, მღვდელ გაბრიელ ამორთზე.


„ფილმის სცენარი ასახავს ნამდვილ ამბავს მღვდლის შესახებ, რომელიც წლების მანძილზე ვატიკანში მთავარი ეგზორცისტი იყო და თავისი ცხოვრების განმავლობაში 100 000 ეგზორციზმი განახორციელა“, - განაცხადა რეჟისორმა.


ფილმის გადაღება 2022 წლის სექტემბერში, ირლანდიაში იგეგმება.


მღვდელი გაბრიელ ამორთი იყო ვატიკანისა და რომის ეპარქიის ოფიციალური ეგზორცისტი, ასევე იყო მწერალი და წმინდა მამა პიოს თანამშრომელი. იგი 2016 წლის 16 სექტემბერს, 91 წლის ასაკში, რომში ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო გარდაიცვალა.



შოთა გიქოშვილი

bottom of page