ვატიკანის რწმენის მოძღვრების კონგრეგაციამ გამოსცა დოკუმენტი სახელწოდებით, „COVID 19 -ის საწინააღმდეგო ზოგიერთი ვაქცინის გამოყენების მორალური განმარტება“. დოკუმენტი პაპმა ფრანცისკემ 17 დეკემბერს დააკმაყოფილა.
დოკუმენტში საუბარია მორალურ შეფასებაზე ზოგიერთი ვაქცინის გამოყენებისა, რომლებიც შექმნილია გასული ასწლეულის აბორტების გამოყენებისგან, ორი ემბრიონის უჯრედოვანი ხაზის ჩარევით. საუბარია არა ნაყოფის დაკარგვაზე, არამედ გამიზნულ აბორტზე.
იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის საკითხი დღეს განხილვებისა და დებატების ცენტრშია, კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენლები საინფორმაციო საშუალებებში თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ. ეს მოსაზრებები ხშირად ერთამენთს ეწინააღმდეგება. ამიტომაც რწმენის მოძღვრების კონგრეგაციამ საჭიროდ მიიჩნია პასუხი გაეცა აღნიშნულ საკითხს.
დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერენ კონგრეგაციის პრეფექტი, კარდინალი ლადარია ფერერო და მისი მდივანი არქიეპისკოპოსი ჯაკომო მორანდი, კითხვის ნიშნის ქვეშ მხოლოდ ერთ საკითხს აყენებს - COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების დასაშვებობაზე, რომელიც შეიქმნა ორი აბორტის შედეგად დატოვებული ემბრიონის ხაზის უჯრედებით. დოკუმენტი არ მსჯელობს ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე, თუმცა ტექსტში ნათქვამია, რომ ეს აპექტები არის მორალურად მნიშვნელოვანი და მათი შეფასება არის ბიომედიკოსებისა და ფარმაცევტული კომპანიების კომნპეტენცია.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა „პაპის სიცოცხლის დაცვის აკადემია“.
„ვაქცინების წარმოების მორალური განხილვა, რომელიც შეიქმნა ადამიანის აბორტის შედეგად გამოყენებული უჯრედების ემბრიონზე“(2005). ამავე თემაზე რწმენის მოძღვრების კონგრეგაციამ 2017 წელს გამოსცა სახელმძღვანელო Dignitas persone. „სიცოცხლის დაცვის პაპის აკადემია“ კვლავ დაუბრუნდა აღნიშნული საკითხის განხილვას განსაკუთრებული ყურადღებით.
ასე რომ, დოკუმენტის სათაურზე დაყრდნობით, კონგრეგაცია ხელახლა განმარტავს და ამბობს, რომ ბოროტებასთან თანამშრომლობას გააჩნია სხვადასხვა პასუხისმგებლობა. მაგალითად, უჯრედოვანი ხაზის გამოყენება, რომელიც მოპოვებულია არაკანონიერი გზებით, პასუხისმგებლობას აკისრებს მათ, რომლებიც ღებულობენ გადაწყვეტილებას მის გამოსაყენებლად, ხოლო განსხვავებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, რომლებსაც არა აქვთ ძალაუფლება გადაწყვეტილებების მიღებისა.
ამ დროისათვის, როდესაც COVID 19-ის საწინააღმდეგო სხვა ვაქცინა არ არის ხელმისაწვდომი და რომელიც ეთიკის გადმოსახედიდან არის შეუცვლელი, ჩანს, რომ მაგალითად, თუ ექიმებსა და მოქალაქეებს სხვა არჩევანი არა აქვთ და იციან, რომ ვაქცინა შექმნილია აბორტის შედეგად მოპოვებულ უჯრედოვანი ხაზის ემბრიონზე, მისი მიღება მორალურად გამართლებულია.
დოკუმენტის ბოლოს ხაზგასმით არის მორალური იმპერატივი ფარმაცევტული კომპანიების, სახემწიფოს მეთაურებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, რათა უსაფრთხო, ეფექტური და მორალურად მისაღები ვაქცინები ხელმისაწვდომი იყოს ყველაზე ღარიბი ქვეყნებისათვისაც კი, რათა ფინანსური უქონლობა არ გახდეს მათი არქონის მიზეზი.
წყარო: Vatican news
თარგმანი: შოთა გიქოშვილი
Comments