top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რას ამბობს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური შობის 25 დეკემბერს აღნიშვნაზე


უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, მიტროპოლიტი ეპიფანიე თვლის, რომ შობის 7 იანვრიდან 25 დეკემბერს გადატანა დროის საკითხია.

„შობის დღესასწაულის 7 იანვრიდან 25 დეკემბერს გადატანა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია“, - განაცხადა მიტროპოლიტმა რადიო „სვაბოდასთან“ საუბრისას.


„მე წინააღმდეგი არ ვარ შობის 25 დეკემბერს აღნიშვნისა, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცნობთ სოციოლოგიურ გამოკითხვას და მორწმუნეების 60% წინააღმდეგია შობის გადატანისა. თუ ამას მაინც გავაკეთებთ, ვერ ავიცილებთ კიდევ ერთ გაყოფას. სახელმწიფო დონეზე, შობის ორჯერ აღნიშვნა შეიძლება. ლათინური წესის კათოლიკეები 25 დეკემბერს აღნიშნავენ შობას და ეს ხელს არავის უშლის. ჯერ უნდა მომწიფდეს მორწმუნეების შეხედულებები და ფორმაციული დონე. როცა ეს ყველაფერი მომწიფდება, შემდეგ უკვე შეიძლება მივიღოთ შესაბამისი ზომები ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ეკლესიის მეთაურმა.


2017 წლიდან უკრაინის პარლამენტის გადაწყვეტილებით, 25 დეკემბერი და 7 იანვარი სახელმწიფო დღესასწაულებია და დასვენების დღედ არის გამოცხადებული.


მიტროპოლიტი ეპიფანიე ფიქრობდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა შობის 25 დეკემბერს აღნიშვნა, თუმცა ჯერ უნდა დალოდებოდა სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს, რომელიც 2019 წლის 5-8 დეკემბერს ჩატარდა. მოსახლეობის 65% ნეგატიურად შეხვდა ამ წინადადებას.


წყარო: Gordonua.com


თარგმანი: შოთა გიქოშვილი

Commentaires


bottom of page