
ჩვენ ხშირად გვინახავს ან თავად გამოგვისახია პირჯვარი განსაცდელისას, რათა მან ბოროტისაგან დაგვიცვას. პაპი ფრანცისკე ამბობს, რომ ეს სწორი ჟესტია და ყოველმა მორწმუნე ქრისტიანმა უნდა იცოდეს, თუ როგორ გამოისახოს პირჯვარი, რათა დაამტკიცოს თავისი კუთვნილება ქრისტესადმი.
„გაჭირვებისას, საფრთხისას, ბოროტისაგან დასაცავად, ჭამის წინ, ძილის წინ პირჯვრის გამოსახვა ნიშნავს, რომ სხვებს და საკუთარ თავსაც უთხრა თუ ვის ეკუთვნი და ვისთან ერთად გინდა ცხოვრება“, - ამბობს პაპი.
ამ ჟესტზე საუბრისას, პაპმა მშობლებსა და ნათლიებს სთხოვა, რომ ბავშვებს ასწავლონ პირჯვრის მნიშვნელობა, რითაც უფრო მეტი ეცოდინებათ ნათლობაზე.
“თუ ზრდასრულები თავად გამოხატავენ სურვილს მიიღონ ეკლესიაში ნათლობის საიდუმლო, ბავშვების შემთხვევაში ეს ხდება მშობლებისა და ნათლიებს გადაწყვეტილებით. მონათვლა კი იწყება პირჯვრის გამოსახვით, რომელსაც მშობლები და ნათლიები ბავშვებს შუბლზე გამოსახავენ. ჯვრის ნიშანი არის ქრისტეს ბეჭედი მასზე, ვინც თავად ქრისტეს ეკუთვნის. ჯვრის ნიშანი არის გამოსყიდვის მადლი, რომელიც ქრისტემ მოგვმადლა თავისი ჯვრის მეშვეობით“.
მისივე თქმით, პირჯვარი ნათლობის გახსენებაა და ასევე იმის, თუ რისკენ არის ადამიანი მოწოდებული.
„ნათლობის მიღებისას კანდიდატის სახელს ეკითხებიან, იმიტომ, რომ სახელი მიუთითებს ადამიანის პიროვნებაზე. ღმერთი ყველას სახელით მიმართავს და ვუყვარვართ ინდივიდუალურად, კონკრეტულად ჩვენ, ჩვენი ისტორიით. ნათლობა აღანთებს ჩვენში ინდივიდუალურ მოწოდებას, რომ ვიცხოვროთ ქრისტიანულად. ქრისტიანული ცხოვრება გადაჯაჭვულია მოწოდებასა და პასუხზე. ღმერთი მრავალი წლის განმავლობაში წარმოთქვამს ჩვენ სახელს და თავისი მოწოდებით გვხდის თავისი ძის, იესო ქრისტეს მსგავსებს”, – განმარტა პაპმა ფრანცისკემ.
წყარო: it.aleteia.org
შოთა გიქოშვილი