ეკლესიის ისტორიაში დიდი ხანია არსებობს შობისა და სხვა დღესასწაულებისათვის მზადების ტრადიცია, რასაც თან ახლავს ნოვენა (ცხრადღეული). ნოვენა არის ლოცვის განსაკუთრებული პერიოდი,რომელიც 9 დღეგრძელდება და ადამიანებს ეხმარება დღესასწაულის არსის გაგებაში.
ვატიკანის მეორე კრების შემდეგ, დაიწყო ნოვენას ახალი ფორმით განვითარება. დღეისათვის, ნოვენა არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ სახლებსა დაოჯახებშიც აღინიშნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც ტაძრიდან მოშორებით ცხოვრობენ, შეუძლიათ სახლშიც ილოცონერთად, მოისმინონ ღვთის სიტყვა, გაიღრმაონ რწმენა და ღმერთისადმი სიყვარული. ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან იესო ქრისტე დაგვპირდა: “სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მეც მათ შორის ვარ”.
გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს, თბილისის წმინდა პეტრესა და პავლე მოციქულთა ტაძრის ვიკარიუსთან, მღვდელ პაატა ქომოშვილთან.
მამაო, თუ შეგიძლიათ, რამდენიმე სიტყვით განგვიმარტოთ, რა არის ადვენტი?
ადვენტის ცნება, წარმოიშვა ძველ გალიასა და ესპანეთში.მოგვიანებით, მან ფეხი მოიკიდა სხვა ქვეყნებში:ჯერ გერმანიასადა ფრანკების იმპერიაში, შემდეგ კი, VI საუკუნეში იგი რომში გავრცელდა, სადაცსულ სხვა ხასიათს ატარებს ადვენტი.
ადვენტს თავიდან ჰქონდა მონანიებითი და მარხვითი ხასიათი. იწყებოდა წმინდა მარტინის დღესასწაულზე, 11 ნოემბერს და უფლის გაცხადების დღესასწაულზე უამრავი ხალხი ინათლებოდა. ნათლობის საიდუმლო ვერ აღევლინებოდაისე, თუ მას წინ 40 დღიანი საგანგებო სამზადისი არ ახლდა. ბერები და სხვა სასულიერო პირები როდესაც ნათლობისთვის ამზადებდნენ ხალხს, ამზადებდნენ ქრისტესთან, როგორც სამართლიან მსაჯულთან შესახვედრად. ზუსტად აქ ჩაისახა ადვენტი, როგორც მომავალი ქრისტე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მეორედ მომავალი და არა პირველად, როცა იშვა.
რომში უფრო სადა ხასიათი ჰქონდა ადვენტს და კონკრეტულად შობისთვის სამზადისი იყო.
რატომ იყოფა ადვენტი ორ ნაწილად: 17 დეკემბრამდე და მის შემდეგ პერიოდებად და არა მაგალითად სამ ან ოთხ ნაწილად?
სხვადასხვა დროს ადვენტმა სხვადასხვა ფორმა მიიღო და დღეს, ჩვენამდე მოვიდა სულ სხვა ფორმით. ვატიკანის რეფორმის თანახმად, ადვენტის არც პირველ და არც მეორე ნაწილს არ გააჩნია მარხვითი ხასიათი. რაც შეეხება ნოვენას, ის იწყება 17 დეკემბრიდან და გრძელდება 24 დეკემბრის ჩათვლით. ნოვენა ლათინურიდან ცხრადღეულს ნიშნავს ანუ ამ პერიოდში არის ინტენსიური სამზადისი იესოს პირველად მოსვლისათვის, ანუ მისი შობისათვისმიწაზე, რასაც თავისთავად ეძღვნებასპეციალური ლოცვები და ანტიფონები, რომლებიც ხაზს უსვამენ ამ პერიოდის მნიშვნელობას და სულ მის ირგვლივ ტრიალებენ – საუბარია სულ შობაზე. იქნება ეს იოანეს შობა, სადიდებელი ჰიმნები და ა.შ. ამ პერიოდში, თემატიკა არის უფრო შობის. ვიტყოდი, რომ ეს უფრო გვიანდელი ფორმაა ეკლესიაში და განსხვავდება პირველი ნაწილისგან.
თუ არსებობს ამ ცხრადღეულის ლოცვები ქართულ ენაზე? ან იქნებ ადრე, „პარტიზებში“ ჰქონდათ ბაბოებსა და პაპებს ჩაწერილი რაიმე სპეციალური ლოცვა?
პირველი, რაც თავში მომდის და გონებაში ჩაიბეჭდა, ეს არის “კურთხევანის” ლოცვები, რომელსაც დღეს სხვადასხვა საკრებულოში აქტიურად იყენებენ. რა თქმა უნდა, ადრეყველას თავისი „პარტიზი“ (ლოცვის წიგნი)ჰქონდა და შესაბამისად ინდივიდუალური ფორმებით წერდნენ შიგლოცვებს მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ჯგუფური ლოცვა იყო „კურთევანი“ და ყველა დროის ყველასათვის საყვარელი ლოცვა, „სავარდი“.
რას უსურვებთ ადამიანებს ამ შობას?
რა შემიძლია ვუსურვო? ისე, როგორც ყოველ კვირას,ადვენტის პერიოდში, შობის წინა კვირასაც აქვს თავისი სახელი: “სიყვარული”. ვუსურვებ ყველას, რომ ღვთის სიყვარული, რომელიც ჩვენკენ მოემართება, შეგვხვდეს და გაგვიზიაროს ეს სიყვარული საკუთარი თავის უარყოფამდე და ადვილად არ დაეთმოთ ეს სიყვარული, რომელსაც უფალი იძლევა. ყველას ვუსურვებ ცოცხალ სიყვარულს, რომელიც არის ყრმა იესოში და ჩვენთან მოდის.
მოამზადა შოთა გიქოშვილმა
ლოცვა ნოვენის ყოველი დღის ბოლოს:
ჰოი, უფალო ყრმაში განკაცებულო, შეგთხოვთ, წარმართე ჩვენი ნაბიჯები, რათა ვიყოთ შენი მსახურნი და უკეთ გემსახუროთ. გვსურს, გვიყვარდე ჩვენს ახლობლებში,ვახაროთ შენი სასუფეველი ყველგან, სადაც არ უნდა ვიყოთ. ამენ.
Comments