აბრევიატურას R.I.P ხშირად ვხვდებით საფლავის ქვაზე ან სოციალურ ქსელში ვინმეს გარდაცვალების დროს. ეს ტრადიცია ადრეულ საუკუნეებში დაკრძალვის რიტუალში გამოიყენებოდა.
ხშირად ფიქრობენ, რომ ეს მოდის ინგლისურიდან Rest in Peace, თუმცა R.I.P მიცვალებულთათვის ლოცვის შემოკლებული ფორმაა, რომელიც ლათინურია და ასე ჟღერს: “Requiecant In Pace” (განისვენოს მშვიდობით). ეს ფრაზა სწორედ მიცვალებულთა მოსახსენიებელი ლოცვის ამონარიდია.
ლოცვის ეს ფორმა პირველად VIII საუკუნეში გამოიყენეს. ასე მლოცველები გამოხატავდნენ იმედს, რომ მიცვალებულთა სული სასუფეველში მოხვდებოდა. დღეს, ეს ლოცვა კათოლიკე ეკლესიაში მიცვალებულთა დაკრძალვის ცერემონიის მნიშვნელოვანი ელემენტია.
მიცვალებულებისათვის ლოცვის სრული ვერსია ლათინურად შემდეგნაირია:
Requiem æternam dona ei, Domine
Et lux perpetua luceat ei.
Requiescat in pace.
Amen.
ქართულად კი ითარგმნება ასე:
განსვენება საუკუნო მიანიჭე მათ უფალო,
და ნათლითა სამარადისოითა განანათლე იგინი,
განისვენონ მშვიდობით,
ამენ.
შოთა გიქოშვილი
Comments