top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რას წერენ პედიატრიული კლინიკის პატარა პაციენტები პაპს

Bambino Gesu – ასე ჰქვია პედიატრიულ საავადმყოფოს, რომლის პატარა პაციენტებმაც პაპს წერილები მისწერეს. გაუგზავნეს სიყვარული და რჩევები, თუ როგორ უნდა გაატაროს დრო ჰოსპიტალში.

 


„ძვირფასო პაპოი, გირჩევთ, ბევრი წიგნი წაიკითხოთ“, - სთავაზობს პაპს ევგენიო. "ძვირფასო პაპო, იყიდე ფლეისთეიშენი", – წერს ალექსი.  


ასეთი რჩევები გაუგზავნეს  პედიატრიული კლინიკის პატარა პაციენტებმა პაპს და რჩევების ფურცელს თან დაურთეს ნახატები.


88 წლის პაპი რომში, ჯემელის კლინიკაში 14 თებერვლიდან მკურნალობას გადის.

 

შემოთავაზებებს შორის იყო კლინიკის შეცვლის რჩევაც – პატარა ჯულიამ პაპს ურჩია ჯანიკოლოს ბორცვზე მდებარე ჰოსპიტალში გადაინაცვლოს, საიდანაც წმიდა პეტრეს გუმბათი ჩანს: „ძვირფასო ფრანცისკე, მოდი ჩვენს საავადმყოფოში... ნახეთ, რა ლამაზი ხედია! აქედან შენი სახლიც ჩანს“, - წერს ჯულია და წერილს ნახატს ურთავს,  საიდანაც ჩანს მოღიმარი მზე და ვატიკანის ბაზილიკა.



რჩევებისა და ნახატის გარდა, ბავშვებმა პაპს მალე გამოჯანმრთელება უსურვეს: "ვლოცულობთ შენთვის" , – წერს ნიკო. "ძვირფასო ფრანცისკე, ჩვენ ვლოცულობთ, რომ შენმა მკურნალობამ შედეგი მალე გამოიღოს და დასრულდეს" , - წერს პატარა ალექსანდრე დედასთან ერთად

 

"მე და შენ ერთად" - ასე უწოდა ნახატს კლაუდიამ, რომელმაც საკუთარი თავი და პაპი დახატა. ჯულიამ, ევგელინამ, ეველინამ, ალდომ, ამელიამ, სოფიამ, ალექსმა და ნიკოლმა პაპს ლექსი დაუწერეს:


"პაპის ავადმყოფობა ყველას გვტკივა,

ვიცით, რომ ავად არის საწყალი,

სიყვარულით ვეუბნებით მას:

-წინ ფრანცისკე, ჩვენ ვლოცულობთ შენთვის".


შოთა გიქოშვილი


Comentarios


bottom of page