საშობაო ღამისთევის წირვა ყველა კათოლიკურ ტაძარში 21:00 საათამდე დასრულდება.
კათოლიკე ეკლესია უარს ამბობს მთავრობის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე - საშვებით ისარგებლონ საშობაო ღამისთევაზე დასასწრებად. მთავრობის გადაწყვეტილებით, საშვებისთვის სასულიერო პირმა წირვაზე დასწრების მსურველთა სია და პირადი ნომრები სახელმწიფოს უნდა გადასცეს.
ამ გადაწყვეტილებას კათოლიკე ეკლესია არ და ვერ იზიარებს, რადგან მიიჩნევენ, რომ შეუძლებელია წინასწარ იცოდეს სასულიერო პირმა ვინ მივა მსახურებაზე. გარდა ამისა, პრობლმას იწვევს მრევლის ყველა წევრისთვის პირადი ნომრის გამორთმევა:
„საშვი გაიცემა იმათზე, ვის სახელებსა და პირადობის ნომრებს მიაწვდის ეპისკოპოსი რელიგიის სააგენტოში (რაც უკვე კარგა ხნის გაკეთებული უნდა იყოს). საიდან უნდა იცოდეს ეპისკოპოსმა ვინ აპირებს მოსვლას წირვაზე? მით უმეტეს, რომ შესაძლოა ისეთი ხალხიც იყოს მსურველი, რომლებიც იშვიათად დადიან ტაძარში? წარმოგიდეგნიათ, წინამძღვარი როგორ ურეკავს ყველა ოჯახს და ეკითხება, მოდიხარო წირვაზე, პირადობის ნომერი მომეციო...?
განა პიროვნებების მონაცემების მიწოდება არაა პირადი თავისუფლების შეზღუდვა?
ეს ირიბი იძულება ხომ არაა, რომ ეკლესიებში ნებადართულ პერიოდში ჩატარდეს მსახურებები?
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დროის მიუხედავად პირადად ყველას შეუძლია შეხვდეს იესოს, რომელიც იბადება“, - აცხადებს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.
სწორედ ამიტომ, ყველა კათოლიკურ ტაძარში წირვა კომენდანტის საათის დაწყებამდე დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა: „ჩვენ ვთხოვთ კონფესიებსაც, რომ მიაწოდონ თავისივე მრევლის სია ჩვენს სამსახურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ერთჯერად საშვს ამ ადამიანებისთვის, რათა მათ თავიანთ რელიგიურ მსახურებაში მიიღონ მონაწილეობა. ეს იყო შეზღუვების პირველი ტალღის დროსაც, აქ არაფერი უჩვეულო არ არის, გახსოვთ მაშინ გვქონდა აღდგომა, რომელიც ასევე არ ემთხვევა როგორც კათოლიკურ რელიგიაში ასევე გრიგორიანული კალენდრის მიხედვით. შესაბამისად იგივე პრაქტიკა იქნება გამოყენებული ამჯერადაც. არავითარი პრობლემა არ ჰქონიათ არც მაშინ ჩვენს თანამოქალაქეებს რაიმე პრეტენზია და გარწმუნებთ, არც ახლა ექნებათ“, - ეს განცხადება
ამ განცხადებას არაკანონიერად მიიჩნევენ უფლებადამცველებიც. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმოამდგენელი მაკო ღავთაძე წერს: „როგორც ჩანს, ერთი, რომ ძალიან უნდათ კონკრეტული კონფესიების პირადი მონაცემები და სიები შეადგინონ და მეორე, უკვე ღიად განაცხადონ, რომ რელიგიის თავისუფლება არ გვაქვს. აქამდეც იყო დისკრიმინაცია და უამრავი სისტემური პრობლემა, მაგრამ როდესაც უკვე საჯაროდ აცხადებენ ამას, მგონია, რომ უარესს აანონსებენ“.
კათოლიკურ ეკელსიებში 24 და 25 დეკემბრისთვის წირვების განრიგი ასეთია:
თბილისის კათედრალი
24 დეკემბერი - 18:00 საათი ( აღავლენს ეპისკოპოსი)
25 დეკემბერი - 12:00 საათი (მამა ზურაბ კააკჩიშვილი)
თბილისის პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესია
24 დეკემბერი - 18:00 საათი
25 დეკემბერი - 10:00-ზე წირვა (აღავლენს ნუნცი ინგლისურად)
11:30-ზე ეპისკოპოსი (ქართულად)
რუსთავი
25 დეკემბერი - 16.30 საათი
ხიზაბავრა
24 დეკემბერი - 19:00 საათი
25 დეკემბერი - 11:00 საათი
ვარგავი
24 დეკემებრი - 17:00 საათი
25 დეკემებრი - 14:00 საათი
არალი
24 დეკემბერი - 19:00 საათი
25 დეკემბერი - 13:30 საათი
უდე
ქვედა ეკლესია
24 დეკემბერი - 17:00 საათი
25 დეკემბერი - 09:30 საათი
პირდაპირები
24 დეკემბერი - 17:00 საათი
25 დეკემბერი - 11:30 საათზე
ვალე
24 დეკემბერი - 18:00 საათი
25 დეკემებრი - 12:00 საათი
ბორჯომი
25 დეკემებრი - 16:00 საათი
ახალციხე (რაბათის ტაძარი)
24 დეკემბერი - 19:00 საათი
25 დეკმებერი - 11:00 საათი
ოზურგეთი
25 დეკემბერი - 11:00 საათი
ქუთაისი
25 დეკემბერი - 16:00საათზე
ახალშენი
24 დეკემებერი - 18:00 საათი
ბათუმი
24 დეკემბერი - 17:00 საათი
25 დეკემბერი - წირვა არ იქნება
ბეთლები
24 დეკემბერი - 15:30 საათი
25 დეკემბერი - 15:00 გორი
გორი
24 დეკემბერი - 18:00 საათი
25 დეკემებრი - 11:00 საათი
თაკო ფეიქრიშვილი
Comments