top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რატომ გააპროტესტა უკრაინულმა მხარემ პაპის ინიციატივა

პაპ ფრანცისკეს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, 15 აპრილს, კოლოსეუმში, „ჯვრის გზაზე“ უკრაინელმა და რუსმა ქალებმა ჯვარი ერთად უნდა წაიღონ, წინააღმდეგობები მოჰყვა.


პაპ ფრანცისკეს ინიციატივით დაგეგმილი„ჯვრის გზის“მსვლელობა, რომში, კოლოსეუმში 15 აპრილს, ვნების (წითელ) პარასკევს გაიმართება. პროტოკოლის მიხედვით, XIII შეჩერებაზე, რომელიც გოლგოთაზე იესოს სიკვდილს განასახიერებს, ჯვარი ერთობლივად უნდა წაიღონ რუსმა და უკრაინელმა ქალებმა. ისინიუკვე 20 წელია იტალიაში ცხოვრობენ,ერთად მუშაობენ პალიატიურ განყოფილებაში და ეხმარებიან ისეთ ავადმყოფებს, რომლებიც სიკვდილის პირას არიან.


აღნიშნული ინფორმაცია ვატიკანის ოფიციალურმა წყარომ – VaticanNews.va - ამ გაავრცელა.აღნიშნულმა საკითხმა სოციალურ ქსელებსადა მსოფლიო საეკლესიო მედიებში მითქმა–მოთქმა გამოიწვია, ხოლო უკრაინელ სასულიერო იერარქებში გაღიზიანება გამოიწვია.


“ ჯვრის გზის“ მეცამეტე შეჩერების ტექსტი და ჟესტები გაუგებარია და შეურაცხმყოფელიც. განსაკუთრებით კი,ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე, რუსი სამხედროების მიერ სასტიკი და სისხლიანი თავდასხმის ფონზე. ჩვენს ერებს შორის, შერიგებაზე საუბარი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ომი დასრულდება და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვისდამნაშავეები სამართლიანად დაისჯებიან”, – განაცხადა უკრაინის, ბერძნულ–კათოლიკური წესის უმაღლესმა იერარქმა, მისმა უწმინდესობამ, სვიატოსლავ შევჩუკმა.


აღნიშნულს ასევე გამოეხმაურა კიევისა და ჟიტომირისისეპარქიის ლათინური წესის კათოლიკე ეპისკოპოსი ვიტალი კრივიცკი:

“არ მინდა ვინმეს მსაჯული ვიყო და არც ორიგინალური ვიქნები კოლოსეუმში ვნების (წითელი) პარასკევის „ჯვრის გზის“სცენარზე კომენტირებისას.

მე ვიზიარებ ბევრი ჩემი თანამემამულის აზრს, რომ მასში XIII შეჩერების თემა უფრო მტკივნეულია. შერიგების ჟესტი თავისთავად კარგია, მაგრამ გარემოებების დეტალები შეიძლება არ იყოს ნათელი კონფლიქტის გარედან დანახული თვალსაზრისით, რადგან ისინი ორაზროვანია. ეს არის თავისთავად ძლიერი რეზონანსის მიზეზი”, – განაცხადა ეპისკოპოსმა.


თემას აპროტესტებენ არა მხოლოდ სასულიერო პირები, არამედ წმინდა საყდართან არსებული უკრაინის საელჩოც. ელჩი, ანდერი იურაში ამბობს, რომ მას ესმის თავისი თანამოქალაქეების პროტესტისა და გაღიზიანების მიზეზი: „ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე, ვცდილობთ ავხსნათ მისი განხორციელების სირთულეები და შესაძლო შედეგები“, - დასძინა მან.


Rainews24-ში სტუმრობისას La Civita Catolica-ს დირექტორმა მღვდელმა, მამა ანტონიო სპადარომ განაცხადა, რომ პაპი არ არის პოლიტიკოსი, იგი არის მწყემსი, რომელიც ხელმძღვანელობს სახარებით.


უკრაინელი და რუსი ქალბატონების, ირინასა და ალბინას მიერ დაწერილი მეცამეტე შეჩერების ტექსტი, რომელსაც ვატიკან ნიუსი ავრცელებს, ასე ჟღერს:


“ყველგან სიკვდილია. როგორც ჩანს სიცოცხლე კარგავს თავის ფასეულობას. ყველაფერი წამებში იცვლება. მოულოდნელად ყველაფერი კარგავს ფასს. სად ხარ უფალო? სად იმალები? გვსურს დავიბრუნოთ წინანდელი ცხოვრება. ვიღვიძებთ დილით და ბედნიერები ვართ მხოლოდ რამდენიმე წამით, შემდეგ მაშინვე ვაცნობიერებთ, თუ რაოდენ რთულია შერიგება. უფალო სად ხარ? გველაპარაკე სიკვდილისა და განხეთქილების მდუმარებაში, გვასწავლე მშვიდობის შენება, გვასწავლე ვიყოთ ძმები და დები, აღვადგინოთ ის, რისი განადგურებაც სურთ ბომბებს”.


იეზუიტი მამა ანტონიო პანდერო პაპის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„ერთი რამ უნდა გვესმოდეს, ფრანცისკე არის მწყემსი და არა პოლიტიკოსი. ის მოქმედებს სახარებისეული სულისკვეთებით, რომელიც ემყარება შერიგებას, თუნდაც ყოველგვარი თვალსაჩინო იმედის წინააღმდეგ ამ აგრესიული ომის დროს, რომელიც მის მიერ განსაზღვრულია, როგორც „საკრალური“. ამისთვის მან უკრაინა და რუსეთი ერთად მიანდომარიამის უმანკო გულს. ორი ქალი, ალბინა და ირინა, წითელ პარასკევს ჯვარს წაიღებენ. ისინი სიტყვას არ იტყვიან. არც პატიების ითხოვენ ან რაიმე მსგავსს. ივლიანჯვრის ქვეშ შეერთებულნი. ეს წინასწარმეტყველური ნიშანია, სიბნელის ჩრდილში. ეს არის თხოვნა ღმერთისადმი, მოგვცეს შერიგების მადლი. მათი ერთად ყოფნა სკანდალური ლოცვაა მადლის თხოვნით, რომელიც მხოლოდ მას შეუძლია. წინასწარმეტყველება იკვეთება ისტორიის გულებსა და ჩრდილებში.


მორწმუნისთვის ჩნდება კითხვა: რას ნიშნავს დღეს ამ ვითარებაში „მტრის სიყვარული“ (რაც სახარების გულია)? პაპი უნივერსალური მოძღვარია. მისთვის მართებულია ის, რაც ახლახან დაწერა ტვიტერში: „უფალი არ გვყოფს კარგებად და ცუდებად, მეგობრებად და მტრებად. მისთვის ჩვენ ყველანი საყვარელი შვილები ვართ“. ეს არის საშინელი და სკანდალური. მაგრამ ეს არის ქრისტეს სახარება“, - ამბობს მამა ანტონიო პანდერო Rainews.it-თან ინტერვიუში.


შოთა გიქოშვილი

bottom of page