ძვირფასებო, უკვე ერთ წელზე მეტია, კათოლიკე ეკლესიაში მიმდინარე მოვლენების, საინტერესო ფაქტებისა და სიახლეებს შესახებ „საბამედია“ ყველდღიურად გაწვდით ტექსტურ/ვიდეო/ფოტო მასალებს. ვთვლით, რომ ჩვენი და თქვენი ურთიერთობა შედგა და გარკვეულწილად შედეგიც გამოიღო. გვახარებს თქვენი ნებისმიერი აქტიურობა გვერდზე და გვინდა, რომ უფრო მეტად ვიყოთ ჩართულები ერთად.
ამისთვის, გადავწყვიტეთ, რომ გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ ჩვენს საქმიანობაში:
პირველ რიგში, ეს ეხება გვერდის სახელწოდებას. გარკვეული მიზეზების გათვალისწინებით, კათოლიკე ეკლესიის მედია „საბამედია“ შეიცვლის სახელს და ჩვენ „კათოლიკე ეკლესიის პორტალის“ სახელით დავრეგისტრირდებით, რომლის ოფიციალური ვებ–გვერდის მისამართიც www.catholic.ge იქნება, ნაცვლად www.sabamedia.net–ისა.
ასევე შეიცვლება სახელწოდება Facebook–ზეც და იქნება „კათოლიკე ეკლესიის პორტალი – Catholic.ge”. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ უფრო მარტივი იყოს ჩვენი იდენტიფიცირება კათოლიკე ეკელსიასთან და ადამიანებისათვის, რომლებსაც სურთ შეიტყონ მოვლენები კათოლიკე ეკლესიის შესახებ, არ გაჩნდეს დაბნეულობა სახელწოდებასთან დაკავშირებით.
იმედი გვაქვს, რომ ჩვენი “რებრენდინგი” არ იქნება პრობლემური თავად ჩვენი მომხმარებლებისათვის, თქვენთვის!
Facebook–ის გვერდის ტექნიკური პარამეტრებიდან გამომდინარე, გარკვეული დროის განმავლობაში სახელი „საბამედია“ კვლავ დარჩება გვერდზე. იქამდე, სანამ რედაქციას არ მიეცემა საშუალება სახელის ცვლილებისა (რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული).
გვეიმედებით.
პატივისცემით,
Catholic.ge - კათოლიკე ეკლესიის პორტალის ადმინისტრაცია
Comentarii