top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რელიგიათაშორისი დიალოგის განყოფილების პრეფექტი გარდაიცვალა

მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ვატიკანის რელიგიათაშორისი დიალოგის განყოფილების პრეფექტი, კარდინალი მიგელ აიუზო გიქსოტი.



72 წლის კარდინალი 2024 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა. იგი წლების განმავლობაში, რელიგიათაშორისი დიალოგის მტკიცე დამცველი იყო და თითქმის ყველა სამოციქულო მოგზაურობაში თან ახლდა პაპ ფრანცისკეს.


ისლამისა და არაბული სამყაროს ფართო ცოდნამ იგი პაპის ინიციატივების განუყოფელ ნაწილად აქცია. ამ მოგზაურობებმა, რომლებსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ძმობის მომლოცველებს“, აჩვენა კარდინალის ერთგულება ერთიანობის ხელშეწყობისთვის რეგიონებში, სადაც კათოლიკობა უმცირესობაა.

 

წარმოშობით სევილიელი კარდინალი იყო მისიონერული კონგრეგაციის, კომბონიანელთა წევრი, ასევე მსახურობდა ხარუმსა (სუდანი) და კაიროში, სადაც შეისწავლა რელიგიათაშორისი დიალოგის საფუძვლები.

 

პაპ ბენედიქტე XVI-ის დროს, დაინიშნა რელიგიათაშორისი დიალოგია საბჭოს წევრად, ხოლო პაპმა ფრანცისკემ იგი დანიშნა ამავე განყოფილების პრეფექტად.


კარდინალს 27 ნოემბერს დაკრძალავენ.


წმინდა წირვას წაუძღვება კარდინალთა კოლეგიუმის დეკანი, კარდინალი ჯოვანი ბატისტა რე. ცერემონიას დაესწრება პაპი ფრანცისკე, რომელიც აღასრულებს დაკრძალვის ბოლო ნაწილს.

 შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page