top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რელიგიათაშორისი საფეხბურთო ტურნირი ერაყში


ერაყის დედაქალაქში რელიგიათაშორისი საფეხბურთო ტურნირი გაიმართა, მასში მონაწილეობდნენ სომხური, ქალდეური, ასირო–იაკოვიტური, ლათინური და კოპტური წესის გუნდები. ფინალში,პენალტების სერიით, ქალდეურმა გუნდმა მოიგო.



პაპ ფრანცისკეს სახელობის საფეხბურთო ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობდა, რომლებსაც ადგილობრივი სომხურ–კათოლიკური, ქალდეურ–კათოლიკური, ასირო–იაკოვიტური, ლათინური და კოპტური წესის კათოლიკეთა გუნდები წარმოადგენდნენ. საბოლოოდ გამარჯვება ქალდეური წესის, წმინდა იოსების საკათედრო ტაძრის გუნდა მოიპოვა. იგი ფინალში ლათინური წესის, წმინდა იოსების სამრევლოს შეხვდა.


ტურნირის ფინალი სავსე მოედანზე გულშემატკივართა თანდასწრებით გაიმართა. მატჩს ასევე აშუქებდნენ ერაყის ტელევიზიები. მაყურებელთა შორის მოედანზე იმყოფებოდნენ ქალდეური წესის პატრიარქი ლუის რაფაელ საკო და ეპისკოპოსები, რომლებმაც თამაშის ბოლოს გამარჯვებულ გუნდს ჯილდო გადასცეს და ინდივიდუალურად დააჯილდოვეს საუკეთესო მეკარე და მატჩის ბომბარდირი. ტურნირს ორგანიზებას უწევდა ქალდეური ადგილობრივი ახალგაზრდული კომიტეტი ქალდეური წესის ეპისკოპოს მარო ბაზელ სალემ იალდოს ხელმძღვანელობით.


საფეხბურთო ტურნირი პაპ ფრანცისკეს პატივსაცემად გაიმართა, რომელმაც 2020 წელს სამოციქულო ვიზიტით მოილოცა ერაყი.


წყარო: sib-catholic.ru


შოთა გიქოშვილი

תגובות


bottom of page