top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘რელიგიები მუდამ იყო კავშირში სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლებასთან’ – პაპი


5 ოქტომბერს, მასწავლებელთა მსოფლიო დღეზე, პაპმა ფრანცისკემ მონაწილეობა მიიღო პირველ საერთაშორისო შეხვედრაზე, რომელიც ემსახურებოდა გლობალური საგანმანათლებლო პაკეტის წინ წამოწევას. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მსოფლიო ტრადიციული აღმსარებლობების ლიდერები და წარმომადგენლები.



სტუმრებთან მიმართვისას, წმინდა მამამ გამოხატა სულიერი სიახლოვე ყველა მასწავლებლისა და აღმზრდელის მიმართ და შეახსენა მათ ის მიზეზები, რის გამოც, 2019 წლის სექტემბერში პაპიგლობალური საგანმანათლებლო პაკეტის ინიციატივით გამოვიდა.


„პლანეტის მომავლის მშენებლობისათვის აუცილებელია ბევრი ტალანტის აღმოჩენა და დიალოგი, ვინაიდან ყოველ ცვლილებას სჭირდება საგანმანათლებლო პროცესი, რათა ჩამოყალიბდეს ახალი, საერთო სოლიდარობა და უფრო ღია საზოგადოება. თანამედროვე საზოგადოებას სჭირდება მოწიფული ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ფართო და ინკლუზიური განათლება.ისინი შეძლებენ მოუსმინონ და აწარმოონ კონსტრუქციული დიალოგი, რათა აღდგეს ადამიანთა შორის არსებული ძმური ურთიერთობის ბადეები“.


პაპმახაზგასმით თქვა: “თუ გვსურს, ავაშენოთ უფრო ძმური მსოფლიო, საჭიროა ახალი თაობების აღზრდა, რომლებიც შეძლებენ ერთმანეთის სიყვარულსა და პატივისცემას,მიუხედავად მათი წარმომავლობისა. განათლებას სარჩულად მუდამ ედო თვითშეცნობისა და ძმური შეცნობის, ქმნილებებისა და მისი ტრანსცედენტულობის შეცნობის უმთავრესი პრინციპები. ჩვენ არ უნდა დავუმალოთ ახალ თაობას ჭეშმარიტება, რომელიც ცხოვრებას არსს სძენს. რელიგიები მუდამ იყო მჭიდრო კავშირში სასკოლო და საუნივერსიტეტო დონეებზე განათლების მიცემით”, – აღნიშნა პაპმა.


მიმართვის ბოლოს, პაპმა ფრანცისკემ შეხვედრის ყველა მონაწილის სახელით განაცხადა, რომ ჩვენს რელიგიურ ტრადიციებში, უნდა გავაძლიეროთ საკუთარი მისია ყოველი ადამიანის აღზრდით ნაწილში და მის მთლიანობაში.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი
bottom of page