top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რისთვის უნდა ვილოცოთ 2022 წელს – პაპის ზრახვები

ლოცვის მსოფლიო ქსელი ავრცელებს წმინდა მამის 2022 წლის ლოცვით ზრახვებს.



იანვარი – ძმური სულისკვეთებით აღზრდისათვის

ჩვენ ვლოცულობთ რათა ყველამ, ვინც იტანჯება დისკრიმინაციითა და რელიგიური დევნით, პოვონ მათი უფლებების აღიარება და ღირსება იმ საზოგადოებაში, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.


თებერვალი – ბერ–მონაზონთათვის

ვილოცოთბერ–მონაზონთათვის, მადლი შევწიროთ მათი მისიისა და სიმამაცისათვის, რათა მათ შეძლონ ყოველთვის იპოვონ ჩვენი დროის გამოწვევებზე პასუხები.


მარტი – ბიოეთიკის გამოწვევების ქრისტიანული პასუხებისთვის

მოდით, ვილოცოთ, რომ ჩვენ, ქრისტიანებმა, ბიოეთიკის გამოწვევების სახის წინაშე შევძლოთ წვლილის შეტანა ლოცვითა და სოციალური ქმედებებით სიცოცხლის დაცვის საქმეში.


აპრილი – ჯანდაცვის მუშაკთათვის

ვილოცოთ, რათა ჯანდაცვის მუშაკთა ერთგული ზრუნვა ხანდაზმულთა და ავადმყოფთათვის, განსაკუთრებით მოწყვლად ქვეყნებში იყოს მხარდაჭერილი ხელისუფლებებისა და ადგილობრივი საზოგადოებების მიერ.


მაისი – ახალგაზრდების რწმენისთვის

ვილოცოთ, რომ ახალგაზრდებმა, რომლებიც სრულად არიან მოწოდებულნი სიცოცხლისთვის, აღმოაჩინონ მარიამის მოსმენის ჩვევები,

გამჭრიახობის სიღრმე, რწმენის გამბედაობა და მსახურებისადმი თავდადება.


ივნისი – ოჯახებისთვის

მოდით ვილოცოთ ქრისტიანული ოჯახებისთვის მთელსმსოფლიოში, რათა მათ განიცადონ კონკრეტული ჟესტებით სიყვარული და სიწმინდე ყოველდღიურ ცხოვრებაში.


ივლისი – მოხუცებულთათვის

ვილოცოთ მოხუცებულთათვის, რომლებიც წარმოადგენენ ხალხის ფესვებსა და ხსოვნას, რათა მათი გამოცდილება და სიბრძნე დაეხმაროს უფრო ახალგაზრდა ადამიანებს იმედითა და პასუხისმგებლობით შეხედონ მომავალს.


აგვისტო – მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის

ვილოცოთ, რომ ეკონომიკური და სოციალური კრიზისით დაზარალებულმა მცირე და საშუალო მეწარმეებმა, იპოვონ თავიანთი საქმიანობის გასაგრძელებლად საჭირო საშუალებები იმ საზოგადოების სამსახურში, სადაც ისინი ცხოვრობენ.


სექტემბერი – სიკვდილით დასჯის გაუქმებისთვის

ვილოცოთ, რომ სიკვდილით დასჯა, რომელიც ურტყამს ადამიანის ხელშეუხებლობასადა ღირსებას, იყოს გაუქმებული მსოფლიოს ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში.


ოქტომბერი – ყველასთვის ღია ეკლესიისთვის

ვილოცოთ, რომ ეკლესია, სახარების ერთგული და გაბედული მის ქადაგებაში, იყოს ადგილი სოლიდარობის, ძმობისა და სტუმართმოყვარეობისა, ცოცხალი და სულ უფრო და უფრო მეტად სინოდალური.


ნოემბერი – ბავშვებისთვის, რომლებიც იტანჯებიან.

ვილოცოთ, რომ ბავშვები, რომლებიც იტანჯებიან ქუჩაში ცხოვრებით და ომების მსხვერპლნი და ობლები არიან, შეძლონ განათლების მიღება და ხელახლა აღმოაჩინონ ოჯახის სიყვარული.


დეკემბერი – მოხალისეობრივი ორგანიზაციებისთვის

ვილოცოთ, რომ მოხალისეებმა და ადამიანთა ხელშემწყობმა ორგანიზაციებმა იპოვონ ადამიანები, რომლებიც მოწადინებული არიან საერთო კეთილდღეობისთვის და ეძიებენ თანამშრომლობის ახალ გზებს საერთაშორისო დონეზე.



Catholic.ge









댓글


bottom of page