
2006 წელს, საქართველოში კათოლიკე ეკლესიის სინოდზე მიღებული იქნება დეკრეტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღებას ამახვილებს დაკრძალვის ქრისტიანულ წესზე. დეკრეტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები ძალაში შევიდა 2006 წლის 31 დეკემბერს.
2025 წლის იანვარში, კათოლიკე ეკლესიის სამხრეთ საქართველოს დეკანატში მღვდელმსახურთა შეხვედრისას, იმსჯელეს დაკრძალვის წესების შესახებ და მღვდელმსახურება კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა 18 წლის წინ მიღებული წესების შესასრულებლად. მათი თქმით:
„რიგ შემთხვევებში და ხშირადაც, მორწმუნეები და ზოგადად მოსახლეობა, უპირატესობას ანიჭებს ხალხურ წეს-ჩვეულებებს, მეტწილად გაუაზრებლადაც, რაც ზოგჯერ წინააღმდეგობაში მოდის ქრისტიანული დაკრძალვის წესებსა და ჩვეულებასთან. ამის ნათელი მაგალითია კვირასა და დიდდღესასწაულებზე დაკრძალვა, ქელეხი და სხვა წეს-ჩვეულებანი“...
ხოლო დაკრძალვის წესზე მიღებულ დეკრეტში კი წერია:
ფორმაცია, დეკრეტი №10
ვინაიდან კვირადღე ქრისტიანებისათვის უქმე დღეა, რომელიც უფალს უნდა მიეძღვნას, დაესწროს წმ. წირვას, ამიტომ დაწესდეს მიცვალებულთა დაკრძალვა ნებისმიერ დღეს გარდა კვირისა და დიდდღესასწაულებისა. რაზედაც მოძღვრებმა მრევლს უნდა მისცენ დამატებითი სათანადო ახსნა-განმარტებანი.
მითითებები ქრისტიანული დაკრძალვის შესახებ
ქრისტიანულ-კათოლიკური დაკრძალვა შედის საკრამენტალიების რიცხვში და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საზოგადოებასა თუ ეკლესიაში. მის მნიშვნელობასა და სათანადო ადგილზე მეტყველებს - დაკრძალვის წესის თეოლოგიური შესავალი:
სიკვდილი, პასექის საიდუმლო
1. დაკრძალვათა ქრისტიანული ლიტურგია არის უფალ ქრისტეს საპასექო საიდუმლო. დაკრძალვებში ეკლესია ლოცულობს, რათა მისი შვილები, მკვდარ და მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს სხეულში ჩაშენებული ნათლისღების მიერ, მასთან ერთად გადავიდნენ სიკვდილიდან სიცოცხლეში და ღირსეულად სულგანწმედილნი მიღებულ იქნენ წმიდანებთან და რჩეულებთან ზეცაში, ვიდრე სხეული მოელის ქრისტეს მოსვლისა და მკვდრეთით აღდგომის ნეტარ იმედს.
ეკლესიის რწმენა, იმედის წყარო
ამის გამოა, რომ ეკლესია, შემბრალე დედა, სწირავს გარდაცვლილთათვის ევქარისტიულ მსხვერპლშეწირვას, ქრისტეს პასექის მოხსენიებას, და აღამაღლებს ლოცვებს და აღასრულებს მიცვალებულთათვის ლოცვებს; და რამეთუ ყოველი მორწმუნე შეერთებულია ქრისტეში, ყველანი შეიგრძნობენ სარგებლობას: მიცვალებულთა სულიერ დახმარებას, ნუგეშისცემასა და იმედს მათთვის, რომელნიც მათ დაკარგვას გლოვობენ.
მიცვალებულის სხეულისადმი მისაგები პატივი
3. სავსებით სამართლიანია რომ, აგრეთვე ცარიელ ექსჰიბიციონისტურ ფორმებში ჩავარდნის გარეშე, ღირსი პატივი მიეგოს მიცვალებულთა სხეულს, ნათლისღებაში სული წმიდის ტაძრად გამხდარს.
დაკრძალვის სამი ტიპი
4. სხვადასხვა გარემო სიტუაციებზე დაყრდნობით, მოზრდილთა დაკრძალვის წესი შედგება შემდეგი სამი ტიპისაგან ან სქემისაგან.
ა) პირველი ტიპი ითვალისწინებს სამ შეჩერებას: მიცვალებულის სახლში, ეკლესიაში და სასაფლაოზე.
ბ) მეორე ტიპი ითვალისწინებს ორს: სასაფლაოს სამლოცველოში და სამარხთან.
გ) მესამე ტიპს აქვს მხოლოდ ერთი შეჩერება: მიცვალებულის სახლში.
5. გასვენების პირველი ტიპი შეესაბამება ზუსტად რომაულ რიტუალში აქამდე არსებულ წესს, (რასაც ვეძახით დაკრძალვის სრულ წესს).
ყველა ეს საკითხი განხილულ იქნა ჩვენი სამოციქულო ადმინისტრატურის სინოდისას, რომელიც ჩატარდა - 2006 წელს, იმავე წლის 31 დეკემბერს ძალაში შევიდა სინოდის ყველა გადაწყვეტილება.
Comments