top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

როგორ შეიძლება ძალადობრივად იმოქმედოს თქვენს სულზე სერიალმა “კალმარის თამაში”


სერიალი “კალმარის თამაში” რამდენიმე კვირაში მთელს მსოფლიოში ძალიან პოპულარული გახდა. სოციალური ქსელებში გამრავლდა რეკლამები. თუმცა რელიგიურ საზოგადოებებში მიიჩნევა, რომ ეს და მსგავსი ტიპის სერიალები ძალადობრივ გავლენას ახდენს ადამიანზე.

Netflix–ის მონაცემებით, ჩრდილო–კორეულმა სერიალმა ანტიუტოპიურმა დრამამ “კალმარის თამაში”, ოფიცია


ლურად 111 მილიონი თაყვანისმცემელი შეიძინა და ერთ თვეში მსოფლიოს 90 ქვეყანაში ყველაზე ყურებად სერიალად იქცა.


იგი,კომპანიის ისტორიის მანძილზე,სერიალებს შორის,ყველაზე ყურებადი აღმოჩნდა. სერიალის ცენტრში ასობით ადამიანია, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო ფული სჭირდებათ. ისინი უცნაურ გამოწვევაში ერთვებიან –მონაწილეობას იღებენ თამაშში. მიჰყავთ საიდუმლო კუნძულზე და რაც შემდგომ ხდება, ეს არის გადარჩენისთვის სასტიკი თამაში.


სცენარს საფუძვლად უდევს საბავშვო თამაშები, სადაც წაგებულებს სიკვდილისთვის იმეტებენ ორგანიზატორები ან თავად მოტყუებული მონაწილეები. ისინი ერთმანეთს ხოცავენ ფულადი ჯილდოს გამო, რომელიც ერთ მილიარდ ვონს, დაახლოებით, 38 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.


ფილმის შემქმნელებმა და ორგანიზატორებმა დაადგინეს საკმაოდ მაღალი ასაკობრივი ზღვარი. ფილმი გათვალისწინებულია არანაკლებ 18 წლის ადამიანისთვის. სასტიკი და სისხლიანი სცენების სიმრავლისგამო, ფილმი ასევე არარეკომენდებულია სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისთვის.


მიუხედავად შეზღუდვისა და რეკომენდაციებისა, ფილმის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა მაინც ვერ მოხერხდა. იგი სკოლის მოსწავლეებსშორისაც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.


ანალიტიკოსებისა და გასართობი პროგრამების შემქმნელთა, ასევეორგანიზატორთა უმრავლესობის აზრით,აღნიშნული სერიალის კოსტუმები 2021 წლის ჰელოუინისა და სხვა კოსტიუმირებული სანახაობების უმთავრესი ჩასაცმელიგახდება. უფრო მეტიც, სერიალს გამოუჩნდა ფანატთა მთელი საზოგადოება, რომლებიც აწყობენ მსგავსი ტიპის ადგილობრივ თამაშებს სერიალის იდეოლოგიით.


საინფორმაციო საშუალებებში უკვე გავრცელდა მოწოდებები საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბულინგის პრობლემებით დაკავებული ორგანიზაციების მიმართ, რათა უფროსებმა მოარიდონ თავიანთი შვილები ამ შოუს.ფილმის სცენარს თამაშობენ სკოლებსადა ეზოებში. ბავშვები სცენარის გმირების იმიტირებას ახლდნენ და სცემენ წაგებულებს. ასეთი შემთხვევები კი სხვადასხვა ქვეყანაში ხდება.


იმის მიუხედავად, რომ „კალმარის თამაშში“ წამოწეულია ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა ზნეობა და ადამიანის უფლებების დაცვა, სოციალური სტატუსის მიუხედავად, მეგობრობასა და თვითშეწირვას ვერ გაიგებს ყველა ბავშვი და ფსიქიკურად სუსტი ადამიანი. შესაბამისად, ყურადღების ცენტრში მოექცევა ძალადობა, როგორც მაღალი ფსონებით დადებული თამაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სახიფათო შედეგი.


1995 წლის სოციალური კომუნიკაციების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით,პაპი წმინდა იოანე პავლე მეორე გზავნილით აფრთხილებდა საზოგადოებას, რომ გადამეტებულიძალადობის ჩვენებით, საინფორმაციო საშუალებებს შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანებისათვის:


“როგორც ყველა სოციალური კომუნიკაციის საშუალება, კინოც ფლობს ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში,კულტურულ და ადამიანურ განვითარებაში უდიდეს ძალას. ფილმს შეუძლია ასევე ჩაახშოს თავისუფლება, განსაკუთრებით ყველაზე სუსტ ადამიანებში. როდესაც იგი შეურაცხყოფს ჭეშმარიტებას და როდესაც იგი იქცევა სარკედ, სადაც არეკლილია ქცევის ნეგატიური ტიპები და გამოყენებულია ძალადობის, სექსიზმის და ადამიანის ღირსების შეურაცხმყოფელი სცენები, რომელიც ადამიანში ბნელ ემოციებს აღძრავს, რათა მოახდინოს მაყურებლის ყურადღების სტიმულირება”.


ეკლესიას არ შეუძლია მიუთითოს მორწმუნეს რა წაიკითხოს ან რას უყუროს.ყოველი ქრისტიანი თავად წყვეტს,დამოუკიდებლად. სერიალი “კალმარის თამაში”, – ყოველი ჩვენგანისთვის არის შეხსენება იმისა, რომ სულიერად სახიფათოა საკუთარი აზრების მოქცევა სასტიკ სცენებში. ჩვენ შეიძლება ვფიქრობთ, რომ გაგვაჩნია იმუნიტეტი, მაგრამ რაც უფრო მეტად ვავსებთ ჩვენს სულს ძალადობით, მით უფრო მეტია საშიშროება, რომ ერთ დროს, სხვადასხვა სიტუაციაში ასევე ძალადობით ვიმოქმედებთ.


წყარო: aleteia.org


შოთა გიქოშვილი
bottom of page