top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რომში ბავშვთა მსოფლიო დღეები გაიმართება

რომში, პირველად გაიმართება ბავშვთა მსოფლიო დღეები, რომლის დროსაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ბავშვები პაპ ფრანცისკეს შეხვდებიან. ამ მოვლენიდან ორი კვირით ადრე, უკვე რეგისტრირებულია 64 ათასი ბავშვი, ზედამხედველებთან ერთად.


პაპთან შესახვედრად რომში ბავშვები მსოფლიოს 85 ქვეყნიდან ჩავლენ.  ორგანიზატორების ინიციატივით, პაპ ფრანცისკესთან შესახვედრად ჩამოვლენ იმ ქვეყნებიდანაც, სადაც ომია. სოლიდარობის სპეციალური ფონდის წყალობით,  შეხვედრაზე დასწრება შეეძლებათ ბავშვებს ბრაზილიიდან, არგენტინიდან, ჰაიტიდან და ა.შ.

 

“ბავშვთა მსოფლიო დღეები პაპ ფრანცისკეს წინასწარმეტყველური ინტუიციაა, რომელიც გამოაცოცხლებს ეკლესიას”, -  განაცხადა შეხვედრის კოორდინატორმა, მღვდელმა, ენცო ფორტუნატომ. ფრანცისკელი მღვდელმა ასევე ისაუბრა  სოლიდარობაზე, რომელიც მზადების პროცესს თან სდევს: “გვაქვს ინფორმაცია, რომ ევროპაში უამრავმა ბავშვმა გაყიდა საყვარელი ნივთი თუ სათამაშო, რათა დაეფინანსებინათ ღარიბი ქვეყნებიდან თავიანთი თანატოლების ჩამოსვლა. ბავშვები ასევე ჩამოვლენ უკრაინიდან და წმინდა მიწიდან”, - ამბობს მღვდელი.

 

ბავშვთა მსოფლიო დღეების შეხვედრები დაიწყება 25 მაისს ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც ‘ბავშვების ქალაქი’ მოეწყობა. გათვალისწინებულია სპორტული, სახვითი და სამუსიკო ღონისძიებები. შემდგომ კი, ბავშვებს შეუერთდება პაპი ფრანცისკე, რომელიც უპასუხებს ბავშვების მიერ დასმულ შეკითხვებს. კვირას წმინდა მამა მიიწვევს მონაწილე ბავშვებს ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე მათთვის აღავლენს წმიდა წირვას, რის შემდეგაც მიესალმება ყველა ბავშვს. ღონისძიება ჩატარდება შემდეგი დევიზით: “აჰა, ვქმნი ყველაფერს ახალს”. შეხვედრები რომის გარდა პარალელურად მთელი მსოფლიოს ეპარქიებსა და ადმინისტრაციებში გაიმართება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 6-12 წლის ასაკის ბავშვებს ზედამხედველებთან ერთად.

 

წყარო: www.vaticannews.va

 

 შოთა გიქოშვილი

 

Comentarios


bottom of page