გსემნიათ ამბავი, თუ როგორ გამოეცხადა ეშმაკი სამ ბერს და სათითაოდ ჰკითხა, რას შეცვლიდნენ წარსულში? წაიკითხე როგორი იყო მათი პასუხები.
"მე რომ მოგცეთ შესაძლებლობა შეცვალოთ რაიმე თქვენს წარსულში, რას შეცვლიდით?"– კითხა ეშმაკმა ბერებს.
პირველმა ბერმა დიდი სამოციქულო გულმოდგინებით სწრაფად უპასუხა:
„არ მოგცემდი უფლებას, გეიძულებინა ადამი და ევა ცოდვაში ჩავარდნილიყვნენ, რათა კაცობრიობა ღმერთს არ დაშორებოდა“.
მეორე ბერი, რომელიც გულმოწყალე იყო, უპასუხა:
„არ მოგცემდი უფლებას ზურგი შეგექცია ღვთსთვის და სამუდამოდ დაგეგმო შენი თავი“.
ამ სამიდან, მესამე ბერი უმარტივესი აღმოჩნდა. ეშმაკისთვის პასუხის გაცემის ნაცვლად, დაიჩოქა, პირჯვარი გამოისახა და ილოცა:
"უფალო, მიხსენი განსაცდელისგან, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო და რაც არ მოხდა".
ეშმაკმა კი ყვირილი დაიწყოდა ტკივილისგან შეწუხდა.
გაკვირვებულმა დანარჩენმა ორმა ბერმა ძმას ჰკითხა:
– ძმაო, ასე რატომ უპასუხე?
ბერმა განმარტა:
„პირველი: ჩვენ არასოდეს არ უნდა გვქონდეს დიალოგი მტერთან.
მეორე: წარსულის შეცვლა სამყაროში არავის შეუძლია.
მესამე: ეშმაკს სულაც არ აინტერესებს ჩვენი დახმარება, არამედ წარსულში დატყვევება, რათა უგულებელვყოთ აწმყო.
იმიტომ, რომ აწმყო ერთადერთი დროა, რომელშიც ღვთიური მადლით შეგვიძლია ღმერთთან თანამშრომლობა. ეშმაკის ხრიკი, რომელიც კიდევ უფრო ატყვევებს ადამიანებს, ხელს უშლის მას აწმყოში ღმერთთან ერთობაში ცხოვრებას.
წარსულს ვტოვებთ ღვთის გულმოწყალე ხელში, მომავალს მის განგებულებაში. აწმყოს კი ღვთის ხელებთან შეერთებულ ჩვენს ხელებში“.
წყარო: it.aleteia.org
შოთა გიქოშვილი
Comments