• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘რუსეთი უკრაინელი ხალხის გენოციდს ეწევა’ – ეპისკოპოსი სვიატოსლავ შევჩიკი


14 ივლისს, რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა ქალაქ ვინიცაზე, დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. უკრაინის, ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაური, რომელიც პოლონეთში სინოდურ შეკრებაზე იმყოფება, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, მომხდარის გამო.



მისმა უნეტარესობამ, სვიატოსლავ შევჩიკმა, სინოდის სხდომის დაწყების წინ მსხვერპლთათვის ილოცა.

„ძალიან მტკივნეულია უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა. საშინელებაა მიწასთან გასწორებული ინფრასტრუქტურა და ცენტრალური ქუჩები ქალაქ ვინიცაში, რომელიც რუსეთის საჰაერო დარტყმის მსხვერპლი გახდა. რუსული მხარე მტერია და მიზანმიმართულად ეწევა 49 მილიონიანი უკრაინელი ხალხის გენოციდს“, - ნათქვამია იერარქის განცხადებაში.


როგორც ცნობილია, 14 ივლისს, დღის 11.00 საათზე რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა ქალაქ ვინიცას ცენტრში. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი, 54 ჰოსპიტალიზებულია, მათგან 34–ის მდგომარეობა მძიმეა.


წყარო: news.ugcc.ua

შოთა გიქოშვილი