
რუსეთის ხელისუფლებამ, მღვდელ ფერნანდო ვერა ზორილის სააღდგომო სამდღეული უცნაურად მიულოცა. მას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მუდმივი ბინადრობის უფლება ჩამოართვეს. მღვდელი წარმოშობით მექსიკელია და წარმოადგენს ორგანიზაცია Opus Dei - ს. იგი 2007 წლიდან მსახურობს რუსეთში, ცოტახნის წინ კი მოსკოვის, წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. მამა დერნანდომ უკვე დატოვა რუსეთის ფედერაცია. თუმცა ცხოვრების უფლების შეჩერების მიზეზი უცნობია. 2000 წლიდან, არა ერთ უცხო ქვეყნის მოქალაქე კათოლიკე მღვდელს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსახურობდა შეუჩერეს მუდმივი ან დროებითი ბინადრობის უფლება. მათ შორის ყველაზე გახმაურებული იყო, ირკუტსკის ეპარქიის ეპისკოპოსის, იეჟი მაზურისათვის ბინადრობის ჩამორმევა. (იეჟი მაზური ამჟამად პოლონეთში, ქალაქ ელკში მოღვაწეობს და იგი იყო მამა იეჟი შიმეროვსკის ეპისკოპოსი პოლონეთში). catholic.ge