• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რჩევები მშობლებს პანდემიის პერიოდში - ვატიკანის კლინიკა


ვატიკანის კლინიკის ექიმებმა, ბავშვებში COVID-19-ით გამოწვეული სტრესის საგანგაშო ნიშნების გამო, რეკომენდაციები გამოაქვეყნეს.


ვატიკანის ბავშვთა კლინიკა “Bambino Gesu”-ს სპეციალისტებმა გამოაქვეყნეს რეკომენდაციები, რომლებიც ეხებათ ბავშვებსა და მოზრდილებს კოვიდ პანდემიით გამოწვეულ ფიქოლოგიურ სირთულეებსას. ექმიების განცხადებით, პანდემიის პერიოდში, ბავშვებში დარღვეულია ძილი, თავს იჩენს ლოგოპედური პრობლემები, ყურადღების დეფიციტის სინდრომი, თვითდაზიანებისკენ მიდრეკილება და სომატიზაცია.


მედიკოსები მშობლებს ურჩევენ განსაკუთრებით ყურადღება მიაქციონ ბავშვის ნორმალური ცხოვრების ხელისშემშლელ ფაქტორებს და ხშირად გამოწვეულ ღამის კოშმარებს.


მეტყველების განვითარების კუთხით, საგანგაშო სიმპტომებად შეიძლება ჩაითვალოს ენაბლუობა და მეტყველების რეგრესი, მისი განვითარების ეტაპზე. თუ ბავშვი 18 თვის ასაკში არ მიუთითებს ნივთებზე, არ უკრავს ტაშს, ხელს არ იქნევს მისალმებისას, 3-დან 6 წლამდე ასაკში გამოხატავს ენაბლუობას და ეს გრძელდება დიდი ხანი, ასევე თუ მას ერთვის ძილის დარღვევა, ჩაკეტილია და არ ლაპარაკობს საბავშვო ბაღში ან სკოლაში, აუცილებელია მიმართოთ პედიატრს.

მშობლემა ყურადღება უნდა მიაქციონ კვების დროს გამოხატული ქცევების დარღვევას. განსაკუთრებით პანდემიისგან გამოწვეული ჩაკეტილი ცხოვრების წესის გამო წონაში მატებას, ზოგეირთ საკვებ პროდუქტზე უარის თქმას, მოზრდილობის ასაკში კი კვების კუთხით რადიკალურ გადაწყვეტილებებს.


ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე, ბავშვი შეიძლება მიიყვანოს დისტანციური სწავლების რეჟიმმა. სკოლა არის ურთიერთობების, გრძნობების გამოხატვის, ცნობისმოყვარეობის გამოვლენის, პრობელემების გადაწყვეტისა და ფრუსტრაციის მართვის ადგილი. სკოლების ხანგრძლივმა ჩაკეტვამ ბავშვებში გამოიწვია ყურადღების დეფიციტის პრობლემების ზრდა, ცოდნის შეძენისკენ მისწრაფება და ემოციური არასტაბილურობა, განსაკუთრებით მოზრდილებში.


ასევე ძალზედ საყურადღებოა განცდების სომატიზაცია, რომელიც ბავშვებში ხშირად თავის ტკივილით ვლინდება. სომატიზაცია ასევე შეიძლება გამოვლინდეს ფეთქებადობით, აგრესიითა და გაღიზიანებით. ექიმების თქმით, ხშირად მშობლები ბავშვის ორგანიზმში მიმდინარე პრობლემებზე თვალს ხუჭავენ, რაც შემდგომ იწვევს ფურსტრაციასა (დამთრგუნველი დაძაბულობა, მღელვარება)და განგაშს.


ბოლოს კი, პენდემიის პერიოდში ერთ-ერთი უმთავრესი თვითდაზიანების გახშირება. ვატიკანის ბავშვთა კლინიკაში ამ პერიოდში გადაყვანილ იქნა თვითდაზიანებების შედეგად დაზარალებული დიდი რაოდენობის ბავშვი. მათ მიზანმიმართულად ჰქონდათ სხეულზე მიყენებული ჭრილობები, დამწვრობები და ნაკაწრები. ხშირად, ბავშვები ასევე მიზანმიმართულად აყენებენ რისკის ქვეშ საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საგანგაშო სიგნალად ასევე უნდა მივიჩნიოთ ხასიათის მუდმივი ცვალებადობა და სხეულის გარკვეული ნაწილების მოშიშვლების შიში, ზაფხულშიც კი.


წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი – შოთა გიქოშვილი