top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რწმენა, მადლიერება და იმედი - პაპ ფრანცისკეს საახალწლო ქადაგება

31 დეკემბერს, პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში უწმინდეს ქალწულ მარიამის, ღვთისმშობლის სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა.

 


ქადაგებაში რომის ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ იესო ქრისტეს რწმენა მორწმუნეებს საშუალებას აძლევს განიცადონ დრო და ცხოვრება ახლებურად - „მადლიერებითა და იმედით, რადგან ამქვეყნიური მენტალიტეტი შემოიფარგლება პირადი ინტერესებით და არ სცილდება დაკმაყოფილებასა და ოპტიმიზმს. ამის საპირისპიროდ, ეკლესიის ლიტურგიაში ჩვენ ვიმოსებით ქების, პატივისცემის, მადლიერებისა და იმედის შესამოსლით, როდესაც ვჭვრეტთ იესო ქრისტეში ღვთის განკაცების საიდუმლოს.

 

ეკლესია სწავლობს ამ დიდებულ გრძნობებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან, რომელმაც ყრმა იესოზე მზერისას მადლობა გადაუხადა ღმერთს“, - ხაზგასმით აღნიშნა წმინდა მამამ.

 

“უწმინდესი ღვთისმშობლისა და ეკლესიის რწმენა სულაც არ არის ოპტიმიზმი, არამედ რაღაც განსხვავებული. ეს არის რწმენა თავისი აღთქმისადმი ერთგული ღვთისა (ლუკ. 1,55). ეს რწმენა იღებს დროის განზომილებაში იმედის ფორმას, შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანის გზა, როგორც მარიამის გზა, არის გზა იმედის მომლოცველისა და სწორედ ეს იქნებს 2025 საიუბილეო წლის თემა - იმედის მომლოცველები”.

 

რომი იქცევა “მშვიდობის ქალაქად”, ამ წმინდა საიუბილეო წელს? ეს კითხვა დაგვაფიქრებს ცხოვრების სტილზე, როგორც საეკლესიო ასევე საერო საზოგადოებაში. ყველამ თავის სფეროში უნდა იმუშაოს, რათა ამ წელს ეს ქალაქი იქცეს იმედის სიმბოლოდ, მის მცხოვრებთათვის, ასევე მომლოცველთათვისაც. ის, რომ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიისა და კულტურის ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებიან წმინდა პეტრეს მოედანზე, აღძრავს იმედს. მარადიულად ლამაზი და ყოვლისმომცველი მსოფლიოს უძველესი ცენტრი უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და სტუმართმოყვარე, მათ შორის მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის“, - თქვა პაპმა.

 

წყარო: www.vaticannews.va


 შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page