top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საკითხავების მკითხველთათვის მორიგი ონლაინ შეხვედრა გაიმართება


კათოლიკურ ეკლესიაში წირვისას საკითხავების მკითხველთათვის, ფსალმუნის მგალობელთა და სახარების გამცხადებლებისთვის კიდევ ერთი ონლაინ შეხვედრა გაიმართება.


იგი 23 იანვარს, 17:30 საათზე „სკაიპის“ საშუალებით უკვე დაიგეგმა.


„როგორც ვიცით, პაპი ფრანცისკეს დადგენილებით, რიგითი ჟამის IIIკვირადღე მიძღვნილია ღვთის სიტყვის დღედ. ეს დღეა 24 იანვარი, ამიტომ ჩვენი მორიგი შეხვედრა შედგება - 23 იანვარს“, - ნათქვამია ორგანიზატორთა მიმართვაში.


შეხვედრის თემაა სიტყვის ლიტურგიის სტრუქტურა წმიდა წირვაში (ღვთის სიტყვის ადგილი წმ. წირვაში).


ონლაინ შეხვედრა მიზნად ისახავს საკრებულოს დახმარებას, რათა უფრო მომზადებული და კომპეტენტური მსახურებით აღევლინოს წირვა და განსაკუთრებით სიტყვის ლიტურგიის ნაწილი.


მასში ჩართვა შეუძლიათ, როგორც საკითხავების მკითხველებს, მედავითნეებს, სახარების გამცხადებლებს - დიაკვნებს, ასევე მღვდლებსა და მონაზვნებსაც.

მსგავსი, პირველი შეხვედრა, მამა გაბრიელე ბრაგანტინისა და მამა პაატა ქომოშვილის ორგანიზებით, 19 დეკემბერს შედგა. იგი სიტყვის ლიტურგიას ეხებოდა.


თაკო ფეიქრიშვილი

Comments


bottom of page