top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სალელთა კონგრეგაციას ახალი გენერალი ჰყავს

ტურინში, სალელთა კონგრეგაციის 29-ე გენერალურ კრებას 220 დელეგატი დაესწრო. დაძაბული პროცესის შემდეგ, გენერლად (კონგრეგაციის უფროსი)  მღვდელი ფაბრიციო ატარდი აირჩიეს. იგი ამ პოსტზე 6 წლის ვადით, 2025-2031 წლებში იმსახურებს. მღვდელმსახური წმიდა იოანე ბოსკოს რიგით მეთერთმეტე მემკვიდრეა.


მამა ფაბრიციო ატარდი 66 წლისაა და 45 წელია, რაც სალელი ბერია. იგი არის პირველი მალტელია, რომელმაც კონგრეგაციის გენერლის პოსტი დაიკავა.

 

მღვდელმსახური 1959 წელს, მალტაზე, ქალაქ გოზოში დაიბადა, მაგრამ ვიქტორიაში გაიზარდა, სადაც საჯარო სკოლასა და ლიცეუმში სწავლობდა. მისი მოწოდება წლების მანძილზე ყალიბდებოდა.

 

1975-1978 წლებში ქალაქ გოზოს უმაღლეს სასულიერო სემინარიაში, რის შემდეგაც მალტაში, სავიოს კოლეჯში სასელთა ასპირანტურა გაიარა. 1980 წელს, ირლანდიაში, მეინუტში საბერმონაზვნო აღთქმები დადო.

 

მამა ფაბრიციომ მაგისტრის ხარისხი რომში, პაპის უნივერსიტეტში, მორალურ თეოლოგიაში მიიღო. 

 

1987 წლის 4 ივლისს მას ხელი დაასხეს, ხოლო სადოქტორო დისერტაცია დაიცვა მილთაუნის ფილოსოფიისა და თეოლოგიის ინსტიტუტში.

 

1980-იანი წლების კონგრეგაციის სხვადასხვა ინიციატივაში იგი სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. მან გახსნა ტუნისში კონგრეგაციის სახლი, გააძლიერა მისიონერული და მოხალისეობრივი პროგრამები, ავითარებდა ტექნიკურ პროფესიული განათლების დარგს ისეთი ინიციატივების დახმარებით, როგორიც იყო: “Don Bosco Tech Africa и Don Bosco Tech Asean”. მღვდელმსახური იყო მსოფლიო დონის წარმომადგენელი სალელთა კონგრეგაციის საერთაშორისო ფორუმებზე. 

 

2005 წელს მალტაზე დააარსა და თავადვე ხელმძღვანელობდა სამწყსო მომზადების ინსტიტუტს, ხოლო 2018 წელს დაინიშნა საეროთა, ოჯახებისა და სიცოცხლის საკითხთა დიკასტერიის კონსულტანტად.

 

გენერლის სტატუსით დონ ფაბრიციო ატარდი უხელმძღვანელებს კონგრეგაციას, რომელიც მოიცავს 13 750 ბერი-მონაზონს, 136 ქვეყანაში 92 პროვინციას – მათ შორის საქართველოსა და მთელს კავკასიაში.


წყარო: www.avvenire.it

 

შოთა გიქოშვილი

 

 

 

 

 

 

Comments


bottom of page