top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სამი ქრისტიანი ლიდერი პლანეტის გადასარჩენად

რომის პაპი ფრანცისკე, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და კენტერბერიის არქიეპისკოპოსი პლანეტის მომავლისათვის ერთობლივ სასწრაფო მიმართვას ავრცელებენ.



პირველად, რომის კათოლიკური ეკლესიის, აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და ანგლიკანური ერთობის ლიდერები,ერთობლივ გაფრთხილებას იძლევიან გარემოს მდგრადობის გადაუდებლობის, სიღარიბეზე მისი გავლენისა და გლობალური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.


რომის პაპი ფრანცისკე, მსოფლიო პატრიარქი ბართლომე და მთავარეპისკოპოსი ჯასტინ უელბი ყველას მოუწოდებენ შეასრულონ თავიანთი როლი, "აირჩიონ სიცოცხლე" პლანეტის მომავლისთვის.


ერთობლივ განცხადებაში ქრისტიანი ლიდერები ხალხს მოუწოდებენ ილოცონ, მსოფლიო ლიდერებისათვის, ნოემბერში დაგეგმილი კლიმატის ცვლილებათა 26–ე კონფერენციის წინ.


”მოვუწოდებთ ყველას, როგორიც უნდა იყოს მათი რწმენა და მსოფლმხედველობა, შეეცადონ მოუსმინონ დედამიწის და ღარიბი ადამიანების ძახილს, შეისწავლონ მათი ქცევები და გაიღონ მნიშვნელოვანი მსხვერპლი დედამიწის გულისთვის, რომელიც ღმერთმა მოგვცა“, – ნათქვამია განცხადებაში.


ერთობლივი დეკლარაცია იძლევა მკაფიო გაფრთხილებას - "დღეს ჩვენ ვიმკით დათესილს... ხვალ შეიძლება იყოს უარესი" და დაასკვნა: "ეს არის კრიტიკული მომენტი. ჩვენი შვილების მომავალი და ჩვენი საერთო სახლის მომავალი დამოკიდებულია მასზე“.


სამი ქრისტიანი ლიდერი გამოდის უსამართლობისა და უთანასწორობის წინააღმდეგ და ამბობს: ”ჩვენ ვდგავართ მკაცრი რეალობის წინაშე: ბიომრავალფეროვნების დაკარგვა, გარემოს დეგრადაცია და კლიმატის ცვლილება ჩვენი ქმედებების გარდაუვალი შედეგია, ვინაიდან ჩვენ ხარბად მოვიხმარეთ დედამიწის რესურსები. იმაზე მეტი, ვიდრე პლანეტას შეუძლია გაუძლოს. მაგრამ ჩვენ ასევე ვდგავართ დიდი უსამართლობის წინაშე: ადამიანები, რომლებიც ამ ბოროტად გამოყენების ყველაზე კატასტროფულ შედეგებს იღებენ, ყველაზე ღარიბებიარიან პლანეტაზე და ყველაზე ნაკლებად არიან პასუხისმგებელი მათ გამომწვევ მიზეზებზე”.


განცხადება საზოგადოებას მოუწოდებს:


- ილოცეთ, მსოფლიო ლიდერებისთვის კლიმატის ცვლილებათა 26–ე კონფერენციის (COP26) წინ.

- ინდივიდებს: პლანეტის გულისთვის გავიღოთ მნიშვნელოვანი მსხვერპლი, ერთად ვიმუშაოთ და პასუხისმგებლობა ავიღოთ იმაზე, თუ როგორ ვიყენებთ ჩვენს რესურსებს;

- მათ, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა: აირჩიეთ ადამიანზე ორიენტირებული მოგება და გადადით სამართლიან და მდგრად ეკონომიკებზე.





catholic.ge




Σχόλια


bottom of page