top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სამლოცველო ჩამქრალი ვულკანის ცენტრში


კატალონიაში, ჩამქრალი ვულკანური კრატერის ცენტრში წმინდა მარგარიტას სამლოცველო დგას. ამ შორეულ სამლოცველოში მოხვედრა ადვილი არ არის. მიმლოცველები აქ მხოლოდ ორსულთა მფარველის, წმინდა მარგარიტა ანტიოქიელის დღესასწაულზე, 20 ივლისს მიდიან.





კატალონიაში, მოკრძალებული, ერთნავიანი სამლოცველო ბალახებსა და ბუჩქებს შორის დგას, ადგილზე, რომელიც ოდესღაც ლავის მფრქვეველი ვულკანიიყო. კრატერის კედლები ახლა მკვრივი მცენარეულობით არის დაფარული.


სამლოცველო მე-15 საუკუნეშია აგებული და დღეს ჩამქრალი ვულკანური კრატერის ცენტრშია. თავდაპირველად, იგი მიწისძვრის შედეგად დაინგრა და 1865 წელს, რომაული სტილით აღადგინეს.


ამ შორეულ სამლოცველოში მოხვედრა ადვილი არ არის. მეზობელი სოფლიდან სანტ–პაუდან იგი 25 წუთის სავალზეა, თუმცა ბილიკი ვულკანის მწვერვალის გასწვრივ ციცაბოდ მიდის. ტერიტორია ზღვის დონიდან 680 მეტრია.


ჩვეულებრივ, აქ რელიგიური რიტუალები არ იმართება, გარდა 20 ივლისისა, როცა მორწმუნეები ორსულთა მფარველის, წმინდა მარგარიტა ანტიოქიელის ხსენების დღეს ზეიმობენ. ამ დღეს, ასობით მორწმუნე მოდის აქ და წმინდა წირვაში მონაწილეობს.


ის ფაქტი, რომ წმინდა მარგარიტა ანტიოქიელის მოხსენიების ზეიმი მიძინებულ ვულკანში აღინიშნება, შესაძლოა შემთხვევითი არ იყოს.






წმინდა მარგარიტა იყო ქრისტიანი, რომელიც ანტიოქიაში, დღევანდელ თურქეთში ცხოვრობდა და იმის გამო დააპატიმრეს, რომ რწმენა არ უარყო რომაელ გენერალთან ქორწინებისას.


ლეგენდის თანახმად, ციხეში ყოფნისას ეშმაკი მას გველეშაპის სახით გამოეცხადა. ამბობენ, რომ გველეშაპმა მარგარიტა გადაყლაპა, მაგრამ მან სასწაულებრივად მოახერხა მისგან თავის დაღწევა. გველეშაპის მუცელი გაიხსნა და მარგარიტა უვნებელი გადარჩა.


სმიტსონის ინსტიტუტის კულტურის მკვლევრის თქმით, ვულკანის შიგნით აშენდა ანტიოქიის წმინდა მარგარიტასადმი მიძღვნილი სამლოცველო,

მორწმუნეების ხანძრისგან დასაცავად.


დღეს ადგილობრივებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ხანძარი და ლავა შორეულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ვულკანის ბოლო ამოფრქვევა ვულკანურ კომპლექსში, როგორიცაა Zona Vulcanica La Garrotxa, 10.000 წლის წინ მოხდა.


წყარო: it.aleteia.org


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page