სანთელი სირთულეებისა და ოჯახური პრობლემებისთვის


ცისფერი სანთელი, რომელსაც ახლა საქართველოს თითქმის ყველა კათოლიკე ოჯახში ნახავთ, რაბათში ბენედიქტელ დედათა მონასტერში დამზადდა. მისი დანიშნულებაა ოჯახს რთული სიტუაციის დროს ლოცვაში დაეხმაროს. თავად ეს სანთელიც დედების ლოცვითა და ეპისკოპოსის კურთხევით შეიქმნა.


უკვე მომზადებული სანთლები სიმბოლურად დიდ ოთხშაბათს, მირონის კურთხევის წმ. წირვის შემდეგ კათოლიკე ეკელსიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ მღვდლებსა და მონაზვნებს გადასცა და უთხრა, რომ ისინი იქნებოდნენ სანთლების მრევლში გამავრცელებლები.


აღდგომის დღესასწაულზე, 4 აპრილს, სასულიერო პირებმა სანთლები მრევლის წევრებს დაურიგეს.

Catholic.ge
  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია