top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საპასექო სანთლის სიმბოლოები


თუ დაფიქრებულხართ ოდესმე საპასექო სანთლის მნიშვნელობაზე? ეს არის დიდი ზომის სანთელი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ტაძარში, საკურთხევლის გვერდზე ღირსეულ ადგილს იკავებს - რას ნიშნავს მასზე გამოსახული სიმბოლოები?


საპასექო სანთელი მზადდება ცვილისგან, მასზე გამოსახულია ბერძნული ანბანის პირველი და ბოლო ასოები ალფა А და ომეგა Ω. „მე ვარ ალფა და ომეგა, დასაბამი და დასასრული“- ამბობს უფალი (გამოცხ.1.8). სანთელზე ასევე გამოსახულია ჯვარი და მიმდინარე წლის აღმნიშვნელი ციფრები.


აღდგომა იწყება შაბათს მზის ჩასვლის შემდეგ. მთელი წლის მანძილზე, ყველაზე მთავარი ცენტრალური ღვთისმსახურება აღევლინება აღდგომის მწუხრზე. ის იწყება ნათლის ლიტურგიით, ტაძრის ეზოში ანთებენ კოცონს, მღვდელი მას (ცეცხლს) აკურთხებს და მისგან ანთებს საპასექო სანთელს, რომელიც აღმდგარი ქრისტეს სიმბოლოა. მღვდელი საპასექო სანთელს აღნიშნავს ჯვირს ნიშნით და წარმოსთქვამს სიტყვებს: „ქრისტე გუშინ და დღეს, დასაბამი და დასასრული, ალფა და ომეგა. მას ეკუთვნის დრო და საუკუნეები, მას დიდება და მეფობა უკუნითი უკუნისამდე. ამინ“.

რატომ არჭობს მღვდელი საპასექო სანთელზე ხელოვნურ, პატარა, წითელი ფერის ლურსმნებს და აწერს მიმდინარე წლის რიცხვებს?


აღნიშნული რიტუალის შესრულების შემდეგ, მორწმუნეები შედიან ჩაბნელებულ ტაძარში და საპასექო სანთლიდან საკუთარ სანთლებს ანთებენ, შემდეგ კი ერთმანეთს გადასცემენ ნათელს. ანთებული სანთლების სიმრავლე ჩაბნელებულ ტაძარს ნელ-ნელა ანათებს.


ნათლის ლიტუგიის კულმინაცია აღდგომის გამოცხადებაა. ამ საოცარ საგალობელს ეწოდება Exultet. ეს ლათინური საგალობლის პირველი სიტყვაა. „დაე იხარონ ანგელოზთა დასმა ზეცაში, დაე იხარონ ზეციურმა ძალებმა, დაე აუწყოს მაცხოვნებელმა საყვირმა ესოდენ დიდებული მეფის გამარჯვება“! – ამ ჰიმნში ასევე საუბარია სააღდგომო სანთელზე.


„თუმცა ახლა უკვე ვიცით, თუ რას გვაუწყებს ეს სანთელი, რომელიც გიზგიზებს ცეცხლით ღვთის სადიდებლად და მისი ციალი არ ქრება, თუმცა მისი ცეცხლი შუაზე იყოფა და აფღქვენს ნათელს“.


საპასექო სანთელი მთელი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან სიმბოლოდ რჩება. აღდგომის დღესასწაულიდან, უფლის ამაღლების დღესასწაულამდე.

ყოველი ღვთისმსახურებისას საპასექო სანთელი ცენტრშია. იგი არის სიმბოლო და უწყება იმისა, რომ აღმდგარი იესო ქრისტე იმყოფება ჩვენ შორის. ზეცად ამაღლების დღესასწაულის შემდეგ, სანთელს დგამენ ნათლობის ემბაზთან ახლოს, ამ მომენტიდან საპასექო სანთელს ანთებენ ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისას და მღვდელი მისგან ანთებს ნათლობის სანთლებს, რომლებსაც შემდგომ გადასცემს მშობლებსა და ნათლიებს.

საპასექო სანთელს ასევე ანთებენ მიცვალებულის წესის აგებისას ეკლესიაში, ვინაიდან ქრისტე არის ჩვენი სიცოცხლე და აღდგომა, ნათელი და ხსნა. ტაძრებში შეგვიძლია ვნახოთ სხვადასხვანაირად გაფორმებული საპასექო სანთელი, ზოგან სანთლის სიმაღლე რამდენიმე მეტრსაც კი აღწევს.



თარგმანი – შოთა გიქოშვილი

תגובות


bottom of page