top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საპატრიარქოს მგალობელთა გუნდი ვატიკანის საელჩოში


ვატიკანის ელჩმა საქართველოში, ჟოზე აველინო ბეტანკურმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მგალობელთა გუნდს უმასპინძლა. მისი თქმით, რომის პაპი ფრანცისკე ამ გუნდს, სიქსტის კაპელაში საგალობლად ეპატიჟება.


"მოვიწვიე საქართველოს საპატრიარქოს მგალობელთა გუნდი, რათა გაგრძელება მიგვეცა პროექტისათვის, სადაც, პაპი ფრანცისკე ეპატიჟება მათ სიქსტის კაპელაში, ვატიკანში საგალობლად. ღვთის განგებულებით, შეხვედრა შედგა „ქრისტიანთა ერთობისათვის ლოცვის“ შუა კვირაში. მათ იგალობეს მარიამისადმი მიძღვილი XI საუკუნის საგალობელი. ძალიან ლამაზი იყო", - აღნიშნა ელჩმა.



"საბამედია"

Comments


bottom of page