top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სასულიერო იერარქია კათოლიკე ეკლესიაში

კათოლიკე ეკლესიის იერარქიაში არსებობს 6 საფეხური: პაპი, კარდინალი, არქიეპისკოპოსი, ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკვანი. გთავაზობთ მათი უფლება–მოვალეობების მოკლე აღწერას.



დიაკვანი

კათოლიკე ეკლესიაში დიაკვნის ორი სახე არსებობს: მუდმივი დიაკვანი და გარდამავალი. გარდამავალ დიაკვანს სემინარიელსაც უწოდებენ, რადგან ის შესაძლოა კათოლიკე ეკლესიის სემინარიის სტუდენტი იყოს.


როგორც წესი, გარდამავალი დიაკვნებიმღვდლობის წინა ეტაპზე იმყოფებიან და ასეთ მსახურებას დაახლოებით ერთი წელი ან უფრო მეტ ხანსაც ასრულებენ. დიაკვანს მღვდლის მოვალეობის გარკვეული ნაწილის შესრულება შეუძლია, მაგალითად, შეუძლია აღასრულოს ნათლობის, ჯვრისწერის, ზიარების საიდუმლოებები, ასევე მიცვალებულის წესის აგება, მაგრამ არა აქვთ აღსარების საიდუმლოს მიღებისა და წმინდა წირვის აღსრულების უფლება.


 მღვდელი

სადიაკვნო მსახურების დასრულების შემდეგ, კანდიდატი ხდება მღვდელმსახური. მღვდლად კურთხევისთვისაუცილებელია ხელდასხმის საიდუმლოს მიღება. ხელდასხმის დროს, კანდიდატი დებს ფიცს აღასრულოს სამღვდელო ვალდებულება და დაემორჩილოს თავის ეპისკოპოსს. მღვდელს შეუძლია აღასრულოს ევქარისტია, მიიღოს აღსარების, ავადმყოფთა ზეთის ცხების, ქორწინების საიდუმლოებები.


კათოლიკე ეკლესიაში არსებობს ორი სახის მღვდელმსახურება:ეპარქიული, რომლის დროსაც მღვდელმსახური არცერთ ორდენს ან კონგრეგაციას არ მიეკუთვნება და ბერ-მონაზონი, რომელმაც მიიღო მღვდლად ხელდასხმა და განეკუთვნება რომელიმე ორდენს ან კონგრეგაციას.


ეპარქიული მღვდლები მსახურობენ სხვადასხვა სამრევლოში და აღთქმების განახლების ვალდებულება არ აქვთ, როგორც ამას ორდენებისადა კონგრეგაციის მღვდლები აკეთებენ.


ბერ-მონაზვნებიდებენ აღთქმებს ორდენის ან კონგრეგაციის კუთვნილებიდან გამომდინარე. ისინი ერთად ცხოვრობენ მონასტერში ან კონგრეგაციის სახლში. დებენ სიღარიბისა და მორჩილების აღთქმას, მათ არ გააჩნიათ საკუთრება გარდა ტანისამოსისა და ემორჩილებიან თავიანთი ორდენის გენერალს.



ეპისკოპოსი 

ეპისკოპოსი არის მღვდელმსახური, რომელსაც აქვს ყველა საიდუმლოს აღსრულების უფლება. კათოლიკე ეკლესია მომდინარეობსმოციქულებიდან, რომლებსაც მიიღე სულიწმინდა სულთმოფენობის დღეს.


ეპისკოპოსი არ უნდა იყოს 35 წელზე ნაკლები ასაკის და მისი მღვდლობის ხელდასხმიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 5 წელი. უპირატესია თუ აქვს დოქტორის ხარისხიღვთისმეტყველებაში.

ეპისკოპოსები მართავენ ადგილობრივ სამოციქულო ადმინისტრაციებსა და ეპარქიებს. მღვდლისთვის ეპისკოპოსად ხელდასხმა უმნიშვნელოვანესი მომენტია.


ეპისკოპოსის საპენსიო ასაკი 75 წელია. მან მოვალეობების შესრულების პასუხისმგებლობის მოხსნის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს პაპს. პაპი კი, თავის მხრივ,ეძებს შესაბამის შემცვლელს.


ეპისკოპოსობა ხელდასხმის საიდუმლოს მესამე სრულფასოვანი საფეხურია.



არქიეპისკოპოსი

არქიეპისკოპოსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეპისკოპოსია, რომელიც მართავს ეკლესიის დიდ ტერიტორიას და აქვთ არქიეპისკოპოსის ტიტული. ეპისკოპოსები პირდაპირ ემორჩილებიან არქიეპისკოპოსებს.


არქიეპისკოპოსი მართავს რეგიონს, სამიტროპოლიტოს, პროვინციას, თუმცა არსებობენ ისეთიარქიეპისკოპოსებიც, რომლებიც ეპარქიას არ მართავენ, არამედ მსახურობენ დიპლომატიურ კორპუსში და არიან პაპის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყანაში. მათ ნუნციუსები ეწოდებათ.



კარდინალი

კარდინალი ის ეპისკოპოსია, რომელიც განეკუთვნება კარდინალთა კოლეგიუმს ანუ უფლებამოსილია პაპის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. მათ უმრავლესობას რომის კურიაში, წმინდა საყდრის სახელმწიფო მართვის განსაკუთრებული მისია აკისრიათ. კარდინალი, რომელსაც სურს წარადგინოს კანდიდატურა პაპის არჩევნებში,ანდა ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება, უნდა იყოს 80 წელზე ნაკლების.



რომის ეპისკოპოსი (პაპი)

კათოლიკე ეკლესიაში სასულიერო პირის უმაღლესი ტიტული არის პაპი, რომელიც კათოლიკე ეკლესიის მწყემსმთავარი და წმინდა საყდრის სახელმწიფოს ხელმძღვანელია. მას ირჩევენ კარდინალები.


პაპის პოსტზე ყოფნის ხანგრძლივობა განსაზღვრული არ არის. იგი ამთავრებს პაპის მოღვაწეობას მისი გარდაცვალების, ანდა გადადგომის შემდეგ. ახლადარჩეულ პაპს სახელის არჩევა თავად შეუძლია.


უმეტესობა ირჩევს წინამორბედი პაპების სახელებს. ყოველი პაპი რომელიმე წმინდანის სახელს ირქმევს.


კათოლიკე ეკლესია აღიარებს პაპის პრიმატს.


ამჟამად, ეკლესია პეტრე მოციქულიდან მოყოლებული 266 პაპს ითვლის. მოქმედი პაპი ხორხე მარიო ბერგოლიო, იგივე პაპი ფრანცისკეა.


catholic.ge














Comments


bottom of page