top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საფრანგეთში კათოლიკე მღვდელი მოკლეს

Updated: Aug 10, 2021

დღეს, 9 აგვისტოს დილით საფრანგეთში კათოლიკე მღვდელი მოკლეს. ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა და პოლიციას ჩაბარდა. იგი ის პიროვნებაა, რომელმაც გასულ წელს ნანტის საკათედრო ტაძარს ცეცხლი გაუჩინა.



მსხვერპლი 60 წლის მღვდელი ოლივერ მაიერია. იგი მონტფორტანელთა კონგრეგაციიდან წევრი იყო (კონგრეგაცია1705 წელს საფრანგეთში დაარსდა).


40 წლის მკვლელი კი რუანდელია. იგი ტაძაში ცეცხლის გაჩენის გამო, რამდენიმე თვე ციხეში იმყოფებოდა, ივნისში კი გაათავისუფლეს და 2022 წლისთვის სასამართლოს საბოლოო განაჩენის გამოცხადებას ელოდებოდა.


გათავისუფლების შემდეგ, მონტეფორტანელთა კონგრეგაციის ბერებმა მას თავშესაფარი მისცეს. სწორედ აქ მოკლა მან მღვდელი. ადგილობრივების თქმით, სასულიერო პირი რწმენითა და ხალხისადმი ერთგული მსახურებით გამოირჩეოდა.


საფრანგეთის ეპისკოპოსთა კონფერენცია მღვდლის მკვლელობის გამო გულისტკივილს გამოთქვამსდა ხალხს მოუწოდებს ილოცონ გარდაცვლილის სულისთვის. მკვლელობის ადგილზე მივიდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯერალდ დარმანინი, რომელმაც კათოლიკეებს მხარდაჭერა აღუთქვა.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი
bottom of page