საქართველოს დასავლეთ დეკანატის კათოლიკე ახალგაზრდების შეხვედრა
- Jan 16
- 1 min read
10 იანვარს, ბათუმში (ხელვაჩაური), „იმედის სახლში“ მოეწყო დასავლეთ საქართველოს დეკანატის, სხვადასხვა სამრევლოს ახალგაზრდების საერთო შეხვედრა.

მონაწილეთა რაოდენობა არ იყო ბევრი, თუმცა ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო მათთვის, ვინც შეხვედრას დაესწრო.
ბათუმში მცხოვრები უცხოელი სუდენტების (ინდოეთი, ირლანდია, შრი-ლანკა და ა.შ) ჩართულობით, შეხვედრამ საერთაშორისო ხასიათი შეიძინა.
შეხვედრის მთავარი თემა იყო პაპ ლეონ XIV-ის სამწყსო წერილი „Dilexi Te“ („მე შენ მიყვარხარ“), რომელიც ეხება ღარიბების მიმართ ჩვენს ერთგულებასა და ქრისტიანულ დამოკიდებულებას.
მონაწილეებმა რამდენიმე ენობრივ ჯგუფში (ქართული, ინგლისური და რუსული), წაიკითხეს პაპის სამწყოს წერილი, შეადარეს ის ბიბლიურ ტექსტებს და ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი კატეხიზმოს (YouCat) ზოგიერთ პუნქტს .
ამის შემდეგ, ჯგუფების წევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს ის, რაც წაიკითხეს და განიხილეს ტექსტებიდან.
ფოტოები – დედა ლორედანა მონეტი
შეხვედრაზე ქრისტიანებისთვის ორი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა: ღარიბებთან სიახლოვე, მათი პატივისცემა და დახმარება არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მათი სრული ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის საზოგადოებაში; ასევე, როგორც იესო გვეუბნება, ჩვენ უნდა დავინახოთ ქრისტეს ყოფნა ყველა ღარიბი ადამიანის ტანჯვასა და პრობლემებში: “რაც ერთ ჩემს მცირეთაგანს გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ“, – ამბობს იესო.
ახალგაზრდების შეხვედრას ვუძღვებოდით ჩვენ: მამა გაბრიელე ბრაგანტინი და მამა დანიელე ჯაკომელი. სასიამოვნო სიურპრიზი იყო, რომ შეხვედრის ერთ ნაწილს ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო დაესწრო და კიდევ ერთხელ დაადასტურა ღარიბების დახმარების მნიშვნელობა ჩვენი რწმენის გასაძლიერებლად.
მამა დანიელე ჯაკომელი













Comments