19 თებერვალს, აღმოსავლეთი ეკლესიების დიკასტერიის პრეფექტმა, კარდინალმა კლაუდიო გუჯეროტიმ, ეპისკოპოსად აკურთხა მამა ფილიპო ჩამპანელი, რომელიც 2009–2011 წლებში საქართველოში, ვატიკანის ელჩის ყოფილი მრჩეველი იყო.

მამა ფილიპო ჩამპანელის ეპისკოპოსად კურთხევის ცერემონია ვატიკანში, წმიდა პეტრეს ბაზილიკაში გაიმართა. „პავლე მოციქულის მსგავსად, რომელიც დაჟინებით იცავდა ჭეშმარიტებას, „პრეტენზიის გარეშე, ეშმაკობის გარეშე’, ასევე მოძღვარს მოეთხოვება „შეინარჩუნოს გულის სისუფთავე ჭეშმარიტების სამსახურში, როგორც რომის ეპისკოპოსის საყოველთაო მსახურმა“, – განმატა ქადაგებისას კარდინალმა კლაუდიო გუჯეროტიმ.
მამა ფილიპო ჩამპანელი დაიბადა 1978 წლის 30 ივლისს, იტალიის ქალაქ ნოვარაში. 2003 წლის 21 ივნისს, კარდინალ რენატო კორტის მიერ მღვდლად ეკურთხა. ხელდასხმის შემდეგ მან სწავლა რომში, პაპ გრეგორის უნივერსიტეტში განაგრძო და თეოლოგიის დოქტორის ხარისხი მიიღო.
სწავლის დასრულების შემდეგ, 2009 წლის 1–ელ ივლისს, მსახურებას შეუდგა წმიდა საყდრის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში. 2009–2011 წლებში მსახურობდა ვატიკანის საელჩოში კავკასიაში – საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. ასევე იყო მრჩეველი ბელორუსში წმიდა საყდრის დესპანის, კლაუდიო გუჯეროტის მრჩეველი.

2014 – 2024 წლებში მსახურობდა ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოს საერთო საქმეთა განყოფილებაში.
2024 წლის აპრილიდან, მამა ფილიპო ჩამპანელი, წმიდა მამამ აღმოსავლეთის ეკლესიების დიკასტერიის პრეფექტის, კარტდინალ კლაუდიო გუჯეროტის მდივნად დანიშნა. კარდინალი კლაუდიო გუჯეროტი 2001-2011 წლებში ასევე მსახურობდა საქართველში, აზერბაიჯანსა და სომხეთში წმინდა საყდრის დესპანად.
შოთა გიქოშვილი
Comments